www.hydroway.ge – სარწყავი სისტემები ჰიდრო და აგრო ინჟინრების გუნდისგან

სარწყავი, სისტემები

ჰიდროვეი არის მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო სარწყავი სისტემის სერვისები, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალური აგრო და ჰიდრო ინჟინრული კვლევებსა და მეცნიერულ მიდგომებზე. ჰიდროვეის საირიგაციო პროექტის სრულყოფისათვის აქვს მჭიდრო კავშირი აგრონომებთან, რომლებიც მცენარის წყალმოთხოვნილების, ნიადაგის მექანიკური შემადგენლობისა და აგროკლიმატური რესურსების გათვალისწინებით გვიზიარებენ რეკომენდაციას კონკრეტული ნაკვეთისათვის.

გაეცანით ეტაპებ, რომლებსაც ჰიდროვეის გუნდი ითვალისწინებს სარწყავი სისტემის პროექტირებისას, შესაბამისად კი თქვენი აგრობიზნესის განვითარებისთვის:

  1. სწორი პროექტირება

ეფექტური სარწყავი სისტემის შექმნის პირველი ნაბიჯი არის სწორი პროექტის შედგენა. ეს მოიცავს აგრონომების და ჰიდროინჟინრების ერთობლივ მუშაობას, რათა გათვალისწინებული იყოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნიადაგის ტიპი, კლიმატი, მცენარეთა წყალმოთხოვნილება და უნდა შემუშავდეს ისე, რომ უზრუნველყოს წყლის თანაბარი განაწილება ფართობზე.

  1. ხარისხიანი მასალები

სარწყავი სისტემაში გამოყენებულ უნდა იქნას მაღალი ხარისხის მილები, სარქველები, ტუმბოები და სხვა კომპონენტები ეფექტური და საიმედო წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. უხარისხო მასალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაჟონვა, სისტემის ბლოკირება და სხვა პრობლემები, რაც ხარჯის გაზრდასა და მოსავლიანობის მკვეთრ შემცირებას იწვევს.

  1. სწორი მონტაჟი

სისტემა უნდა დამონტაჟდეს პროფესიონალების მიერ, მათ უნდა გაითვალისწინონ პროექტში განსაზღვრული ყველა დეტალი და დარწმუნდნენ, რომ მილები სწორად არის დაკავშირებული, სარქველები სწორად არის დაინსტალირებული და ყველა სხვა კომპონენტი დამონტაჟებულია სისტემის გამართული მუშაობისათვის.

  1. სწორი ექსპლუატაცია

სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სისტემის რეგულარული მონიტორინგი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის წყალს თანაბრად და ეფექტურად აწვდის მცენარეს საჭირო რაოდენობით საჭირო დროს. სათანადო მონიტორინგი დაგეხმარებათ წყლის მოხმარების შემცირებასა და მოსავლიანობის გაზრდაში.

ჰიდროვეის გუნდის გამოცდილება მოიცავს 350 შესრულებულ პროექტს, 10 წლიან გამოცდილებას და 7000 ჰექტარზე მეტ გასარწყავიანებულ ნაკვეთს საქართველოში.

გაეცანით გუნდის წევრებს ვებ-გვერდზე https://hydroway.ge/about-1/

თუ გსურთ სარწყავი სისტემის დამონტაჟება ბაღში და არ იცით რომელი სარწყავი ტიპი გჭირდებათ, გადადით გვერდზე და გაეცანით ინფორმაციას https://hydroway.ge/irigation-system-type/.

https://hydroway.ge/ -ზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჰიდროვეის სერვისებს, განხორციელებულ პროექტებს, ირიგაციისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს და „მსურს კონსულტაცია“-ღილაკზე დაჭერით შეავსოთ ფორმა, რის შემდეგ მიიღებთ უფასო კონსულტაციას.

ჰიდროვეი – წყლის გზა მცენარემდე | +995 544 444 041

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ჰიდროვეი“.

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ სტატიებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა