გვარჯილა და კარბამიდი არის ორი ყველაზე მოთხოვნადი სასუქი სოფლის მეურნეობაში. ორივე მათგანის შემადგენლობაში შედის აზოტი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს მცენარის ზრდისათვის და არის ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენელი ნაწილი.
გვარჯილაც და კარბამიდიც ეფექტური საშუალებებია მცენარის აზოტით უზრუნველსაყოფად. თუმცა არსებობს კითხვა, რომელიც მუდმივად იჩენს თავს კარბამიდსა და გვარჯილაზე საუბრისას – რა განსხვავებაა მათ შორის ? რა შემთხვევაში ვიყენებთ ამ ორი სასუქიდან რომელიმეს?
გვარჯილა
გვარჯილა შეიცავს 34% ამონიუმის ნიტრატს. აზოტის ეს ფორმა სწრაფად იხსნება ნიადაგში და მცენარის ფესვების მიერ მარტივად შეიწოვება, რაც უზრუნვლყოფს მცენარის აქტიურ ზრდას. აზოტის ამ ფორმას არ ახასიათებს აორთქლება.
კარბამიდი
კარბამიდი, იგივე შარდოვანა, არის მეორე ფართოდ გამოყენებული სასუქი, რომელიც შეიცავს აზოტს. გვარჯილასთან შედარებით კაბამიდში აზოტის შემცველობა გაცილებით მაღალია და არის 46%. მცენარის ფესვები შარდოვანაში არსებულ აზოტს ვერ ითვისებს, ამისათვის საჭიროა რომ ნიადაგში მცხოვრებმა მიკროორგანიზმებმა გარდაქმნან მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში. შარდოვანა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სასუქი, თუმცა შეტანისას უცილებელია ნიადაგში ჩაკეთება, რათა არ მოხდეს მისი აორთქლება.
როგორც უკვე ვახსენეთ, აზოტი აუცილებელი ელემენტია მცენარის ზრდისათვის, ის არის ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენელი ნაწილი.
აზოტის წყაროს შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რა არის მისი გამოყენების მიზანი.
იმ შემთხვევაში თუ მცენარე განიცდის აზოტის ნაკლებობას უმჯობესია გვარჯილის გამოყენება, ხოლო იმისთვის რომ მცენარემ ვეგეტაციის პერიოდში ნელ-ნელა შეითვისოს ეს ელემენტი უმჯობესია კარბამიდის გამოყენება.
გვარჯილაც და კარბამიდიც მცენარისთვის აზოტის მიწოდებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა აუცილებელია ზემოაღნიშნული დეტალებისა და მახასიათებლების გათვალისწინება, რათა სასუქებმა ეფექტურად შეძლონ ფუნქციონირება.
სტატიის ავტორი: ნიკა ფელანგია