უკრაინაში თევზის ელექტრონულ სერტიფიკატს შემოიღებენ

55 Views Comment Off

უკრაინის თევზის სახელმწიფო სააგენტომ, თევზის (წარმოშობის) ელექტრონული სერთიფიკატის და თევზჭერის მონიტორინგის სისტემის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

სპეციალისტების აზრით, ამგვარი სერტიფიკატი მეთეთევზეობის დარგს „ჩრდილიდან“ გამოიყვანს, მიკვლევადობას გაადვილებს და გამორიცხავს ბრაკონიერების მიერ მოპოვებული და სხვა არალეგალური თევზის ბაზარზე შეტანას.

„სერტიფიკატი ელექტრონული ტიპის იქნება, თევზის ყოველ პარტიას საკუთარი უნიკალური ნომერი მიენიჭება, შესაბამისად ნებიემიერ მსურველს, იქნება ეს სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი, თუ უბრალო მომხმარებელი, შეეძლება შევიდეს სპეციალურ პორტალზე და პროდუქტის წარმოშობის კანონიერება შეამოწმოს“,-განმარტა იარემ კუზნეცოვმა, უკრაინის თევზის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ.

სერტიფიკატი იმოქმედებს სრული ციკლის განმავლობაში, დაჭერიდან-რეალიზაციამდე. მასში მითითებული იქნება ინფორმაცია სამეურნეო სუბიექტის, თევჭერის ადგილის, დროის და რაოდენობის შესახებ.

„სისტემა მთლიანად ავტომატიზირებული იქნება, ადამიანური ფაქტორის და მასთან დაკავშირებული კორუპციული რისკების გარეშე“,-აღნიშნა იარემ კუზნეცოვმა.

ელექტრონული სერთიფიკატის და თევზჭერის მონიტორინგის სისტემის შექმნის პროცესში, უკრაინელი ექსპერტები დანიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, სლოვენიის და ესტონეთის გამოცდილებას გაიზიარებენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB