სურსათის ფასების მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა

297 Views Comment Off

ფერმერებისათვის და აგრო-პოლიტიკის წარმმართველებისათვის საქართველოში, უკვე ხელმისაწვდომია ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტი — ფასების მონიტორინგის ონლაინ რესურსი.

ინტერნეტ რესურსი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ფასების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 100 დასახელების სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტისათვის.

სტატისტიკური მონაცემების ონლაინ პლატფორმა შემუშავებული იქნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ადგილობრივ ნაწარმზე ფასების განახლებული სტატისტიკა (ყველაფერი —  დაწყებული სიმინდით და თხილით, დამთავრებული კამით და იმერული ყველით) დაეხმარება სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და ფერმერთა გაერთიანებებს, შეუთავსონ საწარმოო პროცესი საბაზრო ტენდენციებს.

მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები, როგორც წესი, შეზღუდული რესურსებითა და ზრდის შეზღუდული პოტენციალით, მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ მათთვის უაღრესად  ღირებულ ინფორმაციაზე წვდომით, რაც განვითარების ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნისათვის, 2015 წელს სათანადოდ მომზადდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონალი რეგიონებში — საერთო ჯამში სამინისტროს 100 თანამშრომელი.

მომზადებული პერსონალის მიერ საქართველოს მასშტაბით სურსათით მოვაჭრეების გამოკითხვა ხორციელდება, პროდუქტებზე ყოველდღიური და ყოველკვირეული საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. მიღებული ინფორმაცია იტვირთება მონაცემთა ონლაინ ბაზაში.

მონაცემები უკვე სრულიად საჯაროა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ფასების შესახებ — http://farmer.gov.ge/Statistics/Price

ფოტო: ©FAO/Vano Shlamov

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB