სეს-ი და FAO საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავის შეკავებას გვირჩევენ

57 Views

სურსათის ეროვნული სააგენტო და  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია -FAO, მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც- პროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცულიარაა.

აღდგომის დღეებში, მარხვის დასრულებასთან ერთად იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, უცნობია მომხმარებლისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის — FAO-სცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა NAITS   მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინონ ხორცი საეჭვო ადგილებში!

საქონლის ხორცის შეძენისას კი ყურადღება გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ გასაყიდიხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა გააჩნდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება.

საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

• სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი) ასევე დამზადების თარიღი და საათი;

• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

• თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

• ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;

• სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებული უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა..) იმპორტირებული ხორციც.

წვრილფეხა საქონელს შემთხვევაში, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ კრიტერიუმებს:

• ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;

• ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი)

• ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს: ბიზნეს ოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი;  ასევე დამზადების თარიღი და საათი.

• ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტ-მოწმობა ანუ ფორმა ნომერი ორი, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინენ იმ გარემოებას, რომ ბაზრებსა და სხვა არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში, ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ არაჰიგიენურ პირობებში დაკლული და რეალიზებული ხორცისგან ცხოველური დაავადებებით დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია.

გაუფრთხილდით, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე:  15 01;

იცოდეთ თქვენი უფლებები და იყავით დაცული!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1405 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB