საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა „ჰოლიდეი ინ-ში“

50 Views Comment Off

დღეს, 15 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ-ში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცა, აღნიშნული ღონისძიების გამართვამდე ეწვია, საქართველოს რეგიონებს, შეხვდა ფერმერებს, უშუალოდ მათგან მოისმინა: ადგილობრივი და საყოველთაო მასშტაბის პრობლემების შესახებ, რომლებიც ფერმერებს ხელს უშლის-წარმატებული საქმიანობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ღონისძიება საკმაოდ საინტერესო იყო თავისი ფორმატით, მასში მონაწილეობდნენ: ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფერმერები. შესაბამისად დისკუსიაც საქმიანი, კონკრეტულ პრობლემეზე და მათი გადაჭრის გზებზე იყო აქცენტირებული.

გაფართოებულ ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენლობაც მარავალმხრივი იყო, შეხვედრას ესწრებოდნენ : სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ რეგიონული ტურნეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერთა ასოციაციისთვის აუცილებელია რეგიონების დონეზე ეცნობოდეს ფერმერთა წინაშე არსებულ პრობლემებს, სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაზეა დამოკიდებული საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება, წარმოების ზრდა და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება. მისივე თქმით მნიშვნელოვანია ფერმერთა ინფორმაციული უზრუნველყოფა, მათ შორის ფერმერებს უნდა მიწოდებოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების და სერვისების შესახებ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ყველა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას.

,,შეხვედრაზე დასმული ყველა პრობლემური საკითხის გადაჭრის მიმართულებით სამინისტრო უკვე მუშაობს ან დაგეგმილი აქვს სპეციალური ღონისძიებები. ეს არის აგროდაზღვევა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა, სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობების შექმნის სტიმულირება, საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და კიდევ არაერთი მიმართულება. მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე დგას, ეს არის ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების დანერგვა-ამოქმედებაა. მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით მართლაც უკვე გვაქვს დადებითი შედეგები. აღსანიშნავია, რომ ფერმერები და მეწარმეები აქტიურად არიან ჩართული ყველა იმ რეგლამენტის შემუშავების პროცესში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ყველა მხარისთვის ეფექტიანი და შედეგიანია.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა და ამჟამად ორი ათასამდე ფერმერს აერთიანებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB