ქართული ღვინო — გერმანიის პრესტიჟულ გამოფენაზე

30 Views Comment Off

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, 13-15 მარტს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2016 იმართება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ მხარდაჭერით,  ProWein-2016  ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიაა წარდგენილი.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.

გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

ProWein 2016-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ და დააგემოვნონ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „თამადა“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კონჭო და კომპანია“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაზიანი კომპანი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინი“ და „თელიანი ველი“.

ქართული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი და ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან.

წელს ProWein-ზე თავს მოიყრის მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სფეროს ათასობით წარმომადგენელი მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.

გამოფენა ProWein 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა.

ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და დღეს, საქართველოს 15 ადგილობრივი კომპანია წარმოადგენს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5332 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB