ქართული აბრეშუმი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით

65 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთ მიზანს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის ჯიშების შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს, რომელიც ამავე დროს მეაბრეშუმეობის დარგისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადმოეცა საქართველოში არსებული თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის 65 ადგილობრივი და უცხოური ჯიში.

ქართული აბრეშუმი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. დღესაც არსებობს ისეთი ჯიშები, რომელთა ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით გაცილებით მაღალია. კერძოდ, ისინი ხასიათდებიან პარკის ძაფის დიდი სიგრძითა და სიწმინდით.

ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევა მზიურების ჯგუფის ჯიშები, რომელთა ძაფისაგან დამზადებულმა ქსოვილმა 1998 წელს მადრიდში ევროპის ხარისხის კომისიის მიერ უმაღლესი ჯილდო „პლატინის ვარსკვლავი“ მოიპოვა.

მიმდინარე წელს, კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ მოხდა აბრეშუმის ჭიის გამოკვება და დამზადდა მომდევნო თაობის 65 ჯიშის 1000 ცალზე მეტი ნადები გრენა.

თუთის აბრეშუმხვევიას აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნე¬ლოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB