ფერმერთა პლატფორმის — „ტრაქტორის“ პრეზენტაცია

640 Views Comment Off

2017 წლის 15 თებერვალს, ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონში ფერმერთა პლატფორმის „ტრაქტორის“ ოფიციალური წარდგენა გაიმართა.

გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ლევან დავითაშვილი, საქართველ სოფლის მეურნეობის მინისტრი, იოს დოუმა, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში,  ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ღონისძიებას დაესწრნენ ფერმერები, აგრო კომპანიების, სახელმწიფო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„ტრაქტორი“, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მიზნად ისახავს ფერმერთა გაძლიერებას და ამ მხრივ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში.

კომპანიის მისიაა, მიაწოდოს ფერმერებს საჭირო ცოდნა და გაზარდოს მათი წვდომა უკეთეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან და მომსახურებასთან.

„ტრაქტორის“ ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია — ფერმერის გონიერი დამხმარეა, რომელიც უფასო ონლაინ კონსულტაციებს, სასარგებლო რჩევებს, ონლაინ მაღაზიას, თქვენს ფერმაზე მორგებულ დეტალურ ამინდის პროგნოზსა და აგრო-კალენდარს აერთიანებს.

„ტრაქტორის“ მხარდამჭერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები: „ჯეოსელი“,თიბისი ბანკი,  „ადამიანი გაჭირვებაში“(„People in Need”), ევროკავშირი,  „კარტლისი“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი ზრდა(USAID Zrda) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია(The Millennium Challenge Corporation”), ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და “ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა”.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: ტრაქტორი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB