მთავრობამ ხილის წვენის და სხვა მსგავსი პროდუქტების რეგლამენტი მიიღო

302 Views

საქართველოს მთავრობამ „ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო. რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკომისიის ვალდებულებისა და CODEX ALIMENTARIUS-ის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

აღნიშნული რეგლამენტი მიზნად ისახავს ხილის წვენის, ხილის ნექტარის, ხილფაფის, ხილის კონცენტრირებული წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებაც, ასევე აკონკრეტებს მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.

მაგალითად, რეგლამენტის თანახმად, თუ ხილის ნექტარში შაქარი ბუნებრივად არსებობს, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ინფორმაცია: „შაქრის გარეშე“ ან/და „დამატკბობელის გარეშე“ ან „შაქრის ბუნებრივი შემცველობით“; ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“, ან/და „100 %-იანი“ კი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს, მათ შორის, ასკორბინის მჟავას და წარმოდგენილია მხოლოდ ხილის წვენით და სხვ.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB