მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარება

40 Views Comment Off

საქართველოს ტრადიციული რძის პროდუქტების პოპულარიზაცია

4 ივლისს, თბილისში, მერძევეობის სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა   საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელა.

კონფერენცია გაიმართა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარებას ეხება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მწარმოებელთა ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის, მცირე ზომის ყველის მწარმოებლებმაც.

კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გახსნა: “სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში გეოგრაფიული აღნიშვნები იმით გამოირჩევა, რომ ავითარებს ადგილობრივი წარმოების ხარისხს. ასევე, მცირე ზომის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, დამატებითი ღირებულება დაადონ თავიანთ პროდუქციას და ახალი ბაზრები აითვისონ”.

ხარისხის და ტრადიციის გარანტია

მსოფლიოს მასშტაბით, გეოგრაფიულ აღნიშვნებს წლიურად, უხეში გათვლებით, 50 მილიარდი ევრო მოაქვს ეკონომიკისთვის. ქვეყნები მძლავ ტურისტულ ინდუსტრიებს ავითარებენ გეოგრაფიული აღნიშვნების ირგვლივ, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს და მცირე ზომის მწარმოებლებს ეხმარება პროდუქციაზე პრემიუმ ფასების დაწესებაში.

“წარმატებულ გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემას კულტურული მემკვიდრეობისა და გამორჩეული ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება შეუძლია და, აქედან გამომდინარე, სოფლის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაც,” განაცხადა მამუკა მესხმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში.  “FAO და EBRD ხელს უწყობენ რეგიონის ქვეყნებში გეოგრაფიული აღნიშვნების შემუშავებას. საქართველო, ამ მხრივ, წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია».

გეოგრაფიულ აღნიშვნებს შეუძლია, გარდაქმნას სოფლის მეურნეობის სექტორი, გახადოს ის უფრო ეფექტიანი, მდგრადი და დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი უვნებელი და მაღალი ხარისხის არის.

მეტი კონტროლი და ეფექტურობა

რამდენიმე ქართული რძის პროდუქტი უკვე დარეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, მაგრამ მათ ჯერ არ მოუტანიათ ხელშესახები ეკონომიკური სარგებელი. ამის მიზეზი, დიდწილად,  სანდო კონტროლის სისტემის არარსებობაა, რაც არსებითია პროდუქტის იმიტაციისგან დასაცავად – ასევე, მწარმოებლები და მომხმარებლები ნაკლებად იცნობენ ხარისხიან ნიშნებს.

“საქართველოს ბევრ ხარისხიან პროდუქტს ადგება ზიანი იმით, რომ მათი სახელი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე არასწორად გამოიყენება”, განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის თავმჯდომარემ. “ჩვენ გვინდა, დავიცვათ ეს სახელები, რათა მწარმოებლებმა შეძლონ, მაქსიმალური ღირებულებით გაიტანონ ისინი ბაზარზე”.

კონფერენციის მონაწილეებმა  გეოგრაფიული აღნიშვნების არსებული კანონმდებლობის აღსრულება განიხილეს და გეოგრაფიული აღნიშვნების ინსტიტიტუციური ჩარჩოს, კერძოდ სერტიფიკაციის და კონტროლის გაძლიერების აუცილებობაზე იმსჯელეს.

ბრუნო ბალვანერამ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: “გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა ხელს უწყობს მდგრადი ღირებულების ჯაჭვის შექმნას მერძევეობის სექტორში. FAO/EBRD-ს პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში რძის წარმოების გაზრდა, ბრწყინვალედ თანამშრომლობს მერძევეობის დარგის კომპანიებთან. საქართველოს აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში. ”

წინგადადგმული ნაბიჯები

FAO/EBRD-ის გუნდი თანამშრომლობს “სლოუ ფუდ ინტერნეშენელთან” და “ორიჯინ-ჯორჯიასთან”, რათა შეიქმნას ტრადიციული ქართული აგროსურსათის მარაგები და მათ გაუჩნდეთ გეოგრაფიული აღნიშვნების მიღების პოტენციალი.

ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაცია “ელკანასთან” მჭიდრო თანამშრომლობით, FAO-მ და EBRD-მ დაიწყეს გეოგრაფიული აღნიშვნის  ორი საპილოტე პროდუქტის – სულგუნის და თუშური გუდის ყველის – შესწავლა და მწარმოებლებთან მუშაობა, რათა, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად, განახლდეს გეოგრაფიული აღნიშვნების არსებული სპეციფიკაციები. მხარდაჭერას, ასევე, მიიღებენ ტენილი ყველის მწარმოებლებიც.

გუნდი მწარმოებელ ორგანიზაციებს ტრენინგებს ჩაუტარებს და მხარდაჭერას გაუწევს მარკეტინგსა და სერტიფიცირებაში, ასევე პოპულარიზაციას გაუწევს ახალი რძის პროდუქტების რეგისტრაციის საუკეთესო პრაქტიკას საქართველოში.

ასევე იგეგმება საქართველოს აგროსასურსათე პროდუქტებისთვის ოფიციალური გეოგრაფიული აღნიშვნების ლოგოს შექმნა, რომელიც ამ პროდუქტებს დაეხმარება, წარმოჩინდნენ გაჯერებულ ბაზარზე.

“სლოუ ფუდის” დახმარებით საპილოტე მწარმოებლები სექტემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრებიან იტალიის ქალაქ ბრაში, რომ ადგილზე გაეცნონ გეოგრაფიული ინდიკატორების სარგებელს და დაესწროს “ჩიზს”, ყველის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB