კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

135 Views Comment Off

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა.

თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელმა კოოპერატივებმა.

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი და ბოსტნეული.

აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

«ვფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებები გაიმართოს რეგიონებში ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან რომ ქალაქში თვეში ერთხელ მოეწყოს მსგავსი გამოფენები, რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

სააგენტოს მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB