„ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა

76 Views

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა  გახსნა.

გამოფენაში წელს 68 ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს გარდა, წარმოადგენენ ესტონეთს, ლატვიას, ბელარუსს, თურქეთს, ინდონეზიას, ყაზახეთს, ტაილანდსა და უკრაინას.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენ შევიმუშავეთ ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის თანახმადაც დღეს არსებული 5,9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ყოველი ასეთი გამოფენა ამ მიზნის მიღწევას ხელს უწყობს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ და შესთავაზონ პროდუქცია და მომსახურება, ყველა დაინტერესებულ პირს, ასევე ფართო საზოგადოებას.

მისი განცხადებით, ესაა ადგილი იმისათვის, რომ შეისწავლონ საქართველოში ტურიზმის ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და მიიღონ პირდაპირი წვდომა მონაწილეებთან და მომწოდებლებთან ტურიზმის სექტორიდან საქართველოსა და მთელი მსოფლიოდან.

გამოფენის მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და National Tourism Awards. გამოფენა წარმოადგენს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს, ასევე მრავალ სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროდუქტს.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 აპრილამდე გასტანს.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB