ბოტანიკურ ბაღში ეთნობოტანიკური კუთხე მოეწყობა

41 Views

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეთნობოტანიკური კუთხის მოწყობაში დაეხმარება; მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი საქართველოში გავრცელებული საკვები, დეკორატიული და სამკურნალო კულტურული სახეობების ადგილობრივი ჯიშების შესწავლასა და პოპულარიზაციას გულისხმობს.

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მოეწყობა ერთობლივი სადემონსტრაციო ნაკვეთები.

„სამწუხაროდ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცნობადობა ძალიან დაბალია; მივესალმებით ახალ წამოწყებას თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეიქმნას ეთნობოტანიკური კუთხე, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა მასშტაბურად წარმოვაჩინოთ ქართული ჯიშის ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლოვანი, ხეხილოვანი კულტურები და ვაზი“, — აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ცენტრი მზად არის ბოტანიკურ ბაღთან სხვადასხვა მიმართულებით სათანამშრომლოდ, მათ შორის, ბაღის კუთვნილ ლაბორატორიებში განახორციელოს ნიადაგის ანალიზი.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
971 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB