ევროპის და აზიის 29 ქვეყანა ტყეების გადასარჩენად ერთიანდება

244 Views

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები, ტყეებში გავრცელებული პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან.

შავი, ლაქებიანი ტანი და გრძელი, ზებრასავით ზოლიანი საცეცები – ასე გამოიყურება აზიური გრძელრქიანი ხოჭო. ამ პატარა მწერს დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია. ის კლავს ხეებს, ანადგურებს ტყეებს და, გარდა ამისა, აზიანებს ხის სამშენებლო მასალებს.

საერთაშორისო შეხვედრას, რომელიც გუშინ მინსკში გაიხსნა, ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელიც.

დელეგატები ტყის საშიში პარაზიტის შესახებ იმსჯელებენ. ღონისძიების ორგანიზება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ითავა და მისი მასპირძელია ბელორუსიის სატყეო მეურნეობის სამინისტრო.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ საფრთხის გამო, რომელიც ხეებს და ტყეებს კლიმატის ცვლილების გამო ემუქრებათ“, – განაცხადა FAO-ს სატყეო მეურნეობის ოფიცერმა ნორბერტ უინკლერ-რატონიმ. „ტემპერატურის მომატება მსოფლიოში იწვევს ახალი, საშიში მწერებისა და დაავადებების გამრავლებას.“

მინსკში ორდღიანი შეხვედრის მიზანია გადაწყვეტილების მიმღებთა და ექსპერტთა ქსელის შექმნა ცენტრალური აზიისა და ევროპის მასშტაბით.

ამგვარი გაერთიანებები  უკვე წარმატებულად მუშაობენ მსოფლიოში და ისინი სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ანხორციელებენ: ავრცელებენ ინფორმაციას და ზრდიან ინფორმირებულობას ტყის საშიში პარაზიტების შესახებ, ქმნიან საინფორმაციო ბაზებს პარაზიტების გავრცელების შესახებ, უზრუნველყოფენ ქვეყნებს შორის საფრთხეების შესახებ ინფორმაციის ორგანიზებულ მიმოცვლას, აძლიერებენ ქვეყნების შესაძლებლობებს, რომ ებრძოლონ პარაზიტებს და ხელისუფლებებს აწვდიან ყოვლისმომცველ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული საფრთხეების შესახებ, რომ ქვეყნებმა დროული გადაწყვეტილებები მიიიღონ.

აზიური გრძელრქიანი ხოჭო

aziuri_khoWo_53333037771111175

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB