ღორის დაავადებებთან გამკლავება „ელექსირის“ გამოყენებით

420 Views

სამეურნეო საქმიანობაში ღორის მოშენება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი საშუალებით სხვადასხვა პროდუქტს ვიღებთ, მაგ: ხორცი, ქონი, ტყავი და სხვ.

იმისათვის, რომ ღორის მოვლის პროცესები გამარტივდეს და უარყოფითი რისკებისგან დაცული ვიყოთ, კომპანიამ „ინო-ლაბი“ შეიმუშავა მაღალტექნოლოგიური ხსნარი „ელექსირი“, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა, ბიო პროდუქტის  წარმოებას.

ღორებში არის ხოლმე დიარეას, კანის და სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევები.

თითოეულ ღორზე გამოყოფილი მცირე ფართი არ აძლევს მათ მოძრაობის საშუალებას, რაც შემდგომში იწვევს სისხლძარღვთა პრობლემის წარმოქმნას, განსაკუთრებით დედა ღორებში.

„ელექსირი“ აქტიურად ებრძვის  მიკროორგანიზმებს და ბაქტერიებს, ამის გამო მისი გამოყენებისას ღორის იმუნიტეტი იზრდება, შესაბამისად, ადვილად უმკლავდება სხვადასხვა სახის ინფექციებს, დაავადებებს და სიკვდილიანობა მცირდება. ასევე მცირდება ანტიბიოტიკები და სხვა მკუნალობისთვის გათვალისწინებული ხარჯები, საშუალოდ, 40-50%-ით და გაცილებით მოკლე დროში მიიღწევა ცხოველის სასურველი წონა.

„ელექსირის“ ეფექტურობაში დასარწმუნებლად ღორების ფერმაში კვლევა ჩატარდა.

გოჭები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი, რომლის ერთ ნაწილს „ელექსირი მეღორეობისთვის“ აქტივირებული წყალი მიეწოდებოდა, ხოლო მეორეს – ჩვეულებრივი სასმელი წყალი. საცდელი და საკონტროლო ჯგუფის გოჭები 15 კგ სოიოს მარცვლის, მინერალური საკვებისა და სხვა მარცვლეულის მზა ნარევს იღებდნენ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ საცდელი ჯგუფის გოჭების დღიური წონის ნამატი 485 გ-ს შეადგენდა, რაც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, 17 გრამით მეტია. გოჭების ჯანმრთელობა სწრაფად და საგრძნობლად გაუმჯობესდა, ზარალის მაჩვენებელი კი 0,9% -ით შემცირდა. ცდის დასრულებისას ნათელი გახდა, რომ მეღორეობაში არსებული ძირითადი დაავადებები არა მხოლოდ წყლით, არამედ საკვებითა და დაბინძურებული ჰაერით იყო გამოწვეული.

ელექსირის გამოყენების შემდეგ ბაქტერიების რაოდენობა  0-მდე შემცირდა.

მეღორეობის ფერმაში „ელექსირის“ ხსნარის გამოყენებით მიღებული შედეგების პროცენტული მაჩვენებელი სიკვდილიანობის შემთხვევაში 50-80%-ით მცირდება, ხოლო დაავადების სამკურნალო მიზნით გაწეული ხარჯები 50-90%-ით, ბევრად მარტივდება დაავადებების კონტროლი და მათთან გამკლავება.

დანაკარგების შემცირებით და ჰიგიენის ხარისხის ამაღლებით მეღორეობის პროდუქცია გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, ამიტომ „ელექსირი მეღორეობისთვის“ იდეალური პროდუქტი იქნება თქვენი ფერმისთვის.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ინო-ლაბი“.

„ელექსირი მეღორეობისთვის“ – დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: https://www.elixir.ge/ka/ckhovelebisthvis?view=item&item=12628

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ან პროდუქტის შესაძენად ისარგებლეთ მოცემული ბმულით.

51Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB