სარეველების საწინააღმდეგო ავტონომიური რობოტი

რობოტი, სარეველა, შვეიცარია

აგრორობოტების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Caterra, 2026 წელს, სარეველების საწინააღმდეგო, ავტონომიური, ლაზერული რობოტის Grasshopper-ის კომერციალიზაციისთვის ემზადება.

2025 წლის ბოლომდე მინიმუმ 11 სისტემა გაივლის საველე ტესტირებას.

Grasshopper არის სრულიად ელექტრო, ავტონომიური სისტემაა, რომელიც სარეველების მოსაშორებლად ლაზერებს იყენებს. რობოტი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ალგორითმებს ეყრდნობა და არ აზიანებს ნიადაგს ან კულტურებს.

დაახლოებით 300 კგ წონის რობოტის ბორბლებს შორის მანძილი 1.5-დან 1.8 მეტრამდე მერყეობს, ხოლო მისი მუშაობის სიჩქარე საათში 80 მეტრია.

ფერმერი ციფრულად განსაზღვრავს მინდვრის საზღვრებს, რის შემდეგაც მოწყობილობა იწყებს მუშაობას, ღამითაც და არახელსაყრელ ამინდშიც კი.

რობოტმა უკვე მიიპყრო ინტერესი ორგანული მეურნეობის ფერმერების მხრიდან, რომლებიც არ იყენებენ პესტიციდებსა და ჰერბიციდებს, რადგან ხელით სარეველების მოცილება მათი წარმოების ხარჯების 20-დან 50%-მდე შეადგენს (განსაკუთრებით სტაფილოს მწარმოებლებს).

Grasshopper-ი უკვე გამოსცადეს სტაფილოზე, ხახვზე, ვარდკაჭაჭაზე, ცერეცოსა და ისპანახზე. მწარმოებლები, 2025 წლის ბოლომდე, ამ სიას კიდევ 10 კულტურას დაამატებენ.

Catterra-ს რობოტი ადაპტირებულია ნებისმიერი ამინდის პირობებში სამუშაოდ, მათ შორის სველ და გაყინულ ნიადაგში, რომელიც ხშირად გაუვალია ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის.

70 შვეიცარიული ფერმერული მეურნეობა უკვე ჩაეწერა რიგში – 2025 წლის ბოლოსთვის, Caterra ოთხ მოქმედ პროტოტიპს კიდევ რამდენიმე სისტემას დაამატებს.

ფოტო: caterra.org

თქვენი რეკლამა