უზბეკეთი სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერას ზრდის

უზბეკეთი, სათბური, პროგრამა

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, სათბურების ეფექტურობისა და მათი საექსპორტო პოტენციალის გაზრდის შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს იურიდიული საინფორმაციო არხის ცნობით, ბრძანებულებით გათვალისწინებულია, 2026 წლისთვის, ხილის, ბოსტნეულის და სათბურში წარმოებული სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტის 3.5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. 2027 წლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მიზანი კი 4 მილიარდი დოლარია.

გარანტირებულად გაზის მიწოდები სანაცვლოდ, სათბურებს მოეთხოვებათ ხილისა და ბოსტნეულის წარმოების გაზრდა მომავალ წელს 620 000 ტონამდე და 2027 წელს კი 670 000 ტონამდე. Spot.uz-ის ცნობით, აქედან 70%-ის ექსპორტია დაგეგმილი.

ასევე დაგეგმილია ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის გაფართოება სავარგულების ნაპირებზე. ამ მიზნით მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამატებით 35 000 ჰექტარი გამოიყოფა.

შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სასათბურე ბიზნესებს ახალი საგადასახადო შეღავათები ეძლევათ. მაგალითად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო დავალიანების გადახდის ბოლო ვადა 2028 წლამდე, პროცენტის გარეშე გახანგრძლივდა.

გარდა ამისა, სათბურების სოციალური გადასახადის განაკვეთი სამი წლის განმავლობაში – 2026 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის ბოლომდე – 1%-მდე მცირდება.

ივლისის ბოლოს, საგადასახადო კომიტეტმა გამოაცხადა 3300 სასათბურე ბიზნესისთვის საგადასახადო დავალიანებებისა და ფინანსური ჯარიმების გადახდის ვადის გახანგრძლივების შესახებ. სააგენტომ ასევე შექმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი სათბურებისთვის გაზების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

თქვენი რეკლამა