საფუტრკე, ფუტკარი, შემოდგომა
მეფუტკრეობა

საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში

ბუნებაში ფუტკრების მიერ ნექტრის შემოტანის შემცირების შემთხვევაში (ჩვენს პირობებში ეს პერიოდია – სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისი) საშემოდგომო შემოწმების დროს ვადგენთ ფუტკრის ოჯახში დედა ფუტკრის არსებობას და მის ხარისხს, ბარტყის რაოდენობას, ბუდის საერთო მდგომარეობას, ფიჭის […]
ფუტკარი, ვაროა, ბრძოლა
მეფუტკრეობა

ვაროატოზთან ბრძოლის ზოოტექნიკური მეთოდი

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნოთ, რომ ზოოტექნიკური მეთოდები ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებია, ამიტომ შეგვიძლია სეზონის ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ. ამასთან ზოოტექნიკური მეთოდების მიმართ, ტკიპებს შემგუებლობა არ უნვითარდებათ. ვროატოზის საწინააღმდეგო ზოოტექნიკური მეთოდების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა მეფუტკრეების უმრავლესობა მათ არ […]
ფუტკრის, გამრავლება
მეფუტკრეობა

ფუტკრის გამრავლება

დედა ფუტკარი დებს განაყოფიერებულ კვერცხებს, რომლებიდანაც ვითარდებიან  მუშა ფუტკრები და შედარებით დიდ უჯრედებში გაუნაყოფიერებულ კვერცხებს, რომლებიდანაც ვითარდებიან მამალი ფუტკრები. კვერცხის დადებიდან მესამე დღეს იჩეკებიან მატლები, რომელთა გამოკვებით და მოვლით მუშა ფუტკარია დაკავებული. ერთ კვირაში, ინტენსიური […]
მჟაუნმჟავა, ვაროა, ფუტკარი
მეფუტკრეობა

ვაროას საწინააღმდეგოდ მჟაუნმჟავათი შეწამვლის სხვადასხვა მეთოდები

1. მჟაუნმჟავას 2-3 % წყალხსნარი (20-30 გრ ერთი ლიტრ წყალში), გამოიყენება იმავე დღეს. უმჯობესია გადადუღებული ან დისტილირებული წყალი: 1.1. 10-12 მლ ხსნარი, პულვერიზატორით ესხურება თითო ჩარჩოზე. ბარტყის დროს 4-ჯერადი შესხურება, 3-4 დღის ინტერვალით. ეფექტურობა 80-85%. […]
ფუტკარი
PDF

ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობა

„ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობა და სანაშენე საქმიანობის ძირითადი პრინციპები“ შეეხება მეფუტკრეობაში სანაშენე საქმიანობის და სელექციის საკითხებს. ბროშურა შეადგინა სწავლულმა მეფუტკრე-ზოოტექნიკოსმა და ოცდათხუთმეტწლიანი პრაქტიკული გამოცდილების პროფესიონალმა როლანდ ზირაქიშვილმა. სანაშენე საქმიანობის შედეგად, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, ავტორი იძლევა მიმართულებას […]
სანექტრე, კონვეირი, ცხრილი
მეფუტკრეობა

სანექტრე კონვეიერი – უწყვეტი ღალიანობა

მაღალპროდუქტიული და რენტაბელური მეფუტკრეობის არსებობას თაფლოვანი მცენარეებით მდიდარი ადგილსამყოფელი წარმოადგენს. სწორედ ასეთი ადგილების შერჩევაა საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს ფუტკარს ღალით სეზონის განმავლობაში. ღალიანობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა ფუტკარი სასწრაფოდ გადავიყვანოთ განმეორებითი ღალის ასათვისებლად (სამთაბაროდ). დღეისათვის ფუტკრის მთაბარობა […]
ფუტკრის, ოჯახი
მეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახის დათვალიერების წესები

ზოგიერთი დამწყები მეფუტკრისათვის ფუტკრის ოჯახის დათვალიერების პროცესი, ხშირად გასართობ საქმიანობას წარმოადგენს და ოჯახებს ხშირად დიდხანს და დაწვრილებით ათვალიერებს, რაც უარყოფითად ისახება ფუტკრის ოჯახის განვითარებასა და საბოლოოდ მის პროდუქტიულობაზეც. ფუტკრის ოჯახის დათვალიერება, რაც შეიძლება შრომის ნაკლები […]
მეფუტკრეობა, სკა, მოვლა, რუტი
მეფუტკრეობა

ფუტკრის მოვლა მრავალკორპუსიან სკებში

ჯერ ცოტა რამ თვითონ მრავალკორპუსიან სკაზე, რომელიც შედარებით უკეთ პასუხობს სამრეწველო მეფუტკრეობის მოთხოვნებს. საერთოდ, სკა უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად მოთხოვნას: 1. მინიმალურად ვარგისი უნდა იყოს ფუტკრის ოჯახის საცხოვრებლად; 2. მაქსიმალურად ადვილი მოსახმარი იყოს მეფუტკრისთვის; 3. […]
ფუტკარი, მტვერი
მეფუტკრეობა

ყვავილის მტვერი – შემადგენლობა, მოპოვება, შენახვა, გამოყენება

ფუტკრები იკვებებიან ნექტრითა და ყვავილის მტვრით. ორივეს აგროვებენ ყვავილებიდან. ნექტარი ძირითადად წარმოადგენს წყალში გახსნილ შაქრებს. მისგან ფუტკრები, ინვერტირების (შაქრის დაშლით გლუკოზა და ფრუქტოზამდე) და ამოშრობის (80% ტენიანობიდან 18-20%-მდე დაყვანით) შედეგად ამზადებენ თაფლს. ფუტკრის განვითარებისათვის, ცვილისა […]