იმისთვის, რომ ჯანმრთელი ღრძილები გვქონდეს, აუცილებელია სწორი, ჯანსაღი კვება. ჩვენი კვების რაციონში ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა ნატურალური პროდუქტები უნდა შედიოდეს.
თუმცა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის საოჯახო ბიუჯეტი, მარვალფეროვანი კვების შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად სახეზეა მრავალი დაავადება, მათ შორის ღრძილების ანთება (გინგივიტი, პაროდონტიტი).
ღრძილებისთვის სასარგებლო პროდუქტები:
- ციტრუსოვნები – მათში მაღალია C ვიტამინის შემცველობა, რომელიც გამაჯანსაღებლად მოქმედებს ღრძილების ლოროწოვანი გარსზე;
- მწვანილი და რძის პროდუქტები – მათში შემავალი ვიტამინი K სისხლდენას ამცირებს;
- თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები – დიდი რაოდენობით შეიცავენ ფოსფორს, რომელსაც მაღალი ეფექტი აქვს პაროდონტიტის დროს;
- ნიორი და ხახვი – მათ შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით თუთია, ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო მინერალია;
- კაკლოვნები – დიდი რაოდენობით უბიქინონი (Q ვიტამინი), ხელს უშლის კენჭების ჩამოყალიბებას და ანთებით პროცესებს;
- ყველი – კალციუმი წყარო, აჯანსაღებს კბილებს და ღრძილებს;
- წითელი ღვინო – შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ტანინს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან.
რეცეპტები – ღრძილების სამკურნალოდ
- 2 სუფრის კოვზ გვირილას გამხმარ ყვავილებს დაასხით 200 გრ. ანადუღებული წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
- ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ეკლები, გაჭერით ორ ფენად და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 5-6 ჯერ;
- 2 კოვზი მუხის ქერქი 0.5 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გააცერეთ 10 წუთი (თავდახურული), გადაწურეთ, გააგრილეთ და გამოივლეთ 2-3-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა (100გრ), დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება რეკომენდირებული არ არის (კბილებს გაამუქებს);
- 1 სუფრი კოვზ გულყვითელას (კალენდულა) 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი და გამოივლეთ.
- 1 ჩაის კოვზ სალბს (შალფეი) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააგრილეთ, გამოივლით პირში ჭამის შემდეგ;
- 2 ჩაის კოვზ კორობელას (ლათ. Hypericum androsaemum L, რუს. зверобой) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30-40 წუთი და გამოივლეთ;
- 2 სუფრის კოვზ კრაზანას 200 გრ. ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
- 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, 15 წუთის განმავლობაში 0.5 ლ. წყალში ადუღეთ, გადაწურეთ და რის განმავლობაში რამდენჯერმე გამოივლეთ.
- ზაფხულში, მრავალძარღვას ფოთლები კარგად გარეცხეთ და ღეჭეთ, 3-4 დღეში რღზილებიდან სისხლდენა შეჩერდება და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
რეცეპტები კიდევ ბევრია. პროცედურები გაიმეორეთ იქამდე, ვიდრე ღრძილების მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუმჯობესდება.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
„აგროკავკასია“ ჯანმრთელობას გისურვებთ!