ჩინეთი და ყაზახეთი შარდოვანას $1.25 მილიარდიან ქარხანას აშენებენ

კარბამიდი, ჩინეთი, ყაზახეთი

ჩინეთი და ყაზახეთი, აქტობეს რეგიონში, 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების, შარდოვანას (კარბამიდი) ერთობლივ ქარხანას აშენებენ.

ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს, ჩინურ კორპორაცია CNPC-ს, სს NC KazMunayGas-სა და აქტობეს რეგიონის აკიმატს შორის, ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას შარდოვანას ქარხნის მშენებლობის საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.

ქარხნის განთავსება იგეგმება აქტობეს რეგიონში, ჟანაჟოლის გაზის გადამამუშავებელი ქარხნის (ZGPZ) მახლობლად, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება სანედლეულო გაზის მიწოდება (წელიწადში 600 მილიონ მ³-მდე გაზი).

საწარმოს საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 800 ათას ტონამდე შარდოვანაა. მთლიანი ინვესტიცია შეფასებულია 1.25 მილიარდ აშშ დოლარად. განხორციელების პერიოდია 2025-2029 წლები.

„პროექტი გახდება ერთ-ერთი უდიდესი ყაზახეთ-ჩინეთის ერთობლივი საწარმო და წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებას და ქვეყნის სურსათის უვნებლობის გაძლიერებას“, – აღნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ.

პროექტი უკვე შედის აქტობეს სპეციალურ ეკონომიკური ზონის შემადგენლობაში.

თქვენი რეკლამა