ინფექციური სტომატიტი („სველი დრუნჩი“)
ინფექციური სტომატიტი (“სველი დრუნჩი”) – აღმძვრელი ვირუსია. მისით ავადდება ძირითადად მოზარდეული წოვების პერიოდიდან (20-25 დღე) 2 თვემდე. ზრდასრული ბოცვრები იშვიათად ავადდებიან. ამ დაავადების სეზონურობა არ აღინიშნება.
დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ავადმყოფი ცხოველები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირობები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტენიანობა, ბოცვრების შექუჩებული შენახვა. საინკუბაციო პერიოდი 2-4 დღეა.
დაავადების ნიშნები
დაავადების დასაწყისში აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაწითლება, შემდეგ ენაზე ჩნდება თხელი მოთეთრო აპკები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ქმნის მთლიან ნადებს, ნორმალური ლორწოვანასგან გამოყოფილს მოწითალო არშიით.
შემდგომში ენაზე წარმოიქმნება წყლულები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას თან სდევს ჭარბი ნერწყვდენა. ნერწყვდენის დაწყებასთან ერთად ბაჭიები ხდებიან ნაკლებმოძრავები, ცუდად ჭამენ და სვამენ და შედეგად სწრაფად ხდებიან. ხშირად აღენიშნებათ ფაღარათი.
დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ბოცვრები იღუპებიან მე-4-5 დღეს.
პროფილაქტიკა და მკურნალობა
ავადმყოფ ცხოველებს უტარებენ იზოლაციას, გალიებსა და ინვენტარს ადეზინფიცირებენ. მკურნალობენ როგორც ავადმყოფ, ასევე მათთან ერთად მყოფ ბოცვრებსაც.
ყოველდღიურად 2-3 დღის განმავლობაში პირში აყრიან თეთრი სტრეპტოციდის ან სულფადიმეზინის ფხვნილს დოზით 0,1-0,2 გ, ბიომიცინს დოზით 0,01 გ, პენიცილინს – 0,05-0,1 გ.
პირის ღრუში უსვამენ სპილენძის შაბიამნის 2% ხსნარს ან სტრეპტოციდის ემულსიას დღეში 1-2-ჯერ 3-4 დღის განმავლობაში, ანდა შემდეგი შემადგენლობის მალამოს: პენიცილინი – 200 ათ. ერთ., ლანოლინი – 30 გ, თეთრი სტრეპტოციდი – 2 გ. თეთრი ნეიტრალური ვაზელინი – 170 გ, აგრეთვე კუნთში ერთჯერადად შეჰყავთ პენიცილინი დოზით 25-50 ათ. ერთ. ანდა ოქსიტეტრაციკლინი – 30-50 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე.
სტატია მოგვაწოდა „მომავლის ფერმერმა“