აშშ და უკრაინა ევროკავშირში სოიას მიწოდების წილს ზრდიან

სოია, აშშ, უკრაინა, ევროპა

სოია (სოიო) კვლავ რჩება ევროკავშირში ზეთოვნების ყველაზე მნიშვნელოვან იმპორტად, რაფსის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სოია, ძირითადად, ევროკავშირში საკვები ცილის დეფიციტის შევსებას ემსახურება, ხოლო რაფსის იმპორტი ბიოსაწვავის წარმოებისთვის საჭირო ხარვეზს ავსებს.

თუმცა, ზეთოვანი და მარცვლეულის კულტივაციის ხელშეწყობის გერმანიის კავშირის (UFOP) მონაცემებით, მიმდინარე სეზონის პირველ სამ თვეში ევროკავშირმა გასულ წელთან შედარებით ნაკლები სოია შემიტანა.

ევროკომისიის მონაცემებით, 2025 წლის ივლისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე, ევროკავშირმა, 3.3 მილიონ ტონაზე ოდნავ ნაკლები სოია შემიტანა, რაც დაახლოებით 129 000 ტონით ნაკლებია 2024/25 წლების სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბრაზილია და შეერთებული შტატები კვლავ მთავარ მიმწოდებლებად რჩებიან, თუმცა კომისიის კვლევის თანახმად, პირველმა მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი გადაზიდვები. პირველი სამი თვის განმავლობაში ევროკავშირმა ბრაზილიიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ტონა სოია მიიღო, რაც დაახლოებით 14%-ით ნაკლებია 2024/25 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყნის წილი მიწოდების 56.3%-მდე შემცირდა.

თუმცა, აშშ-დან იმპორტი იმავე პერიოდში დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და 970 000 ტონას მიაღწია, ხოლო ევროკავშირში სოიას მთლიანი იმპორტის აშშ-ს წილი 29.6%-მდე გაიზარდა. უკრაინიდან იმპორტის ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ქვეყანამ ევროკავშირის ბაზრისთვის დაახლოებით 45%-ით მეტი სოიოს მიწოდება შეძლო, რამაც 345 000 ტონა შეადგინა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-დან სოიოს ექსპორტი ამ სეზონზე გასული წლის ნახევარს შეადგენს. ექსპორტის დაბალი მაჩვენებლები განპირობებულია ჩინეთიდან, (აშშ-ს სოიოს უმსხვილესი იმპორტიორი), შეკვეთების ნაკლებობით.

იხილეთ: სოია (სოიო) – მოვლა, მოყვანა და რამდენიმე ჯიში

თქვენი რეკლამა