ვერხვი ტირიფისებრთა (Salicaceae) ოჯახის წარმომადგენელია. ვერხვის გვარის სახეობები გაერთიანებულია ექვს სექციაში: Turanga; Leucoides, Tacamahaca, Aigeiros, Populus (=Leuce) და Abaso, რომელთაგან ძირითადად Aigeirosის სახეობები წარმოადგენს ხელოვნურად გაშენებული ვერხვების უმეტესობას მსოფლიოში (FAO, 1979).
ვერხვის ახალი სწრაფმზარდი ფორმების გამოყენებით პლანტაციების გაშენება წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრიაში, იტალიაში, პოლონეთში, ჩინეთში, თურქეთსა და სხვ.
სხვადასხვა ქვეყანაში ვერხვის პლანტაციებს აშენებენ როგორც ინტროდუცირებული ჰიბრიდული ფორმების, ისე ადგილობრივი სახეობების გამოყენებით.
კვლევების თანახმად, მაღალპროდუქტიულ ვერხვის პლანტაციებში ბიომასის საშუალო წლიური შემატება მერყეობს ჰექტარზე 10-14, ზოგჯე 20 ტონამდე.
დაკლიკეთ ფოტოზე (ყდაზე) და წაიკითხეთ