ღორი, საკუთარი ბიოლოგიური თავისებურებებით, საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო ცხოველია, რომელიც ხასიათდება ადრემწიფადობით.
იგი სქესობრივად 4-5 თვის ასაკში მწიფდება და 7-8 თვის ასაკიდან შესაძლებელია მისი პირველ დაგრილებაზე გაშვება.
ინტენსიური სუქების დროს თანამედროვე ჯიშების ბურვაკებს 6-7 თვის ასაკში შეუძლიათ 100 კგ ცოცხალ მასას მიაღწიონ, ხოლო წლის განმავლობაში ერთი ძირითადი ნეზვიდან 2-2,5 ტონა ხორცის წარმოება შეიძლება.
ერთი კგ ცოცხალი მასის მატებაზე 4,5-5 საკვები ერთეული იხარჯება. ღორს ახასიათებს მაკეობის მოკლე პერიოდი, რომელიც საშუალოდ 115-118 დღეს გრძელდება.
ეს სხვა საკითხები იხილეთ ფერმერის გზამკვლევში “ღორის მოშენება და დაავადებათა პროფილაქტიკა”.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ