ზამთრის სეზონზე ჩასატარებელი სამუშაოები თხილის, ნუშის, კაკლის, ხეხილისა და ციტრუსის ბაღებში

ზამთრის, სამუშაოები, აგრონომი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ფერმერთათვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ბრძოლის არასწორ, ან დაგვიანებულ მეთოდებს მოსავლის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულ პერიოდში, მცენარის  პრევენციული მიზნით დამუშავება გადამწყვეტია.

ზამთრის სეზონი გეგმიური მოვლის დასაწყებად უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ,,ცისფერი წამლობის’’ დაწყებამდე, რამოდენიმე აუცილებელი სამუშაოა ჩასატარებელი. რადგან მავნებლებისგან მიყენებული ზიანი უხვი მოსავლის მიღებას ხელს უშლის, მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ ბრძოლა ამ პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ.

  • პირველ რიგში მცენარეს დაზიანებული და გამხმარი ტოტები უნდა მოაშოროთ, ნაკვეთიდან გაიტანოთ და დაწვათ;
  • მცენარის ზედაპირი ძირიდან კენწერომდე უნდა დამუშავდეს პარაფინის მინერალური ზეთით (2%-იანი სამუშაო ხსნარით).

პარაფინის მინერალური ზეთი მჭიდროდ ეკვრის მცენარის ზედაპირს და მერქნის შიგნით არსებულ მანვნებლებს, მათ კვერცხებსა და მატლებს  სასუნთქ გზებს უხშობს, რის შედეგადაც მავნე მწერები იღუპებიან. პარაფინის მინერალური ზეთისგან შექმნილი დამცავი ბარიერი ასევე ხელს უშლის გარკვეული დაავადებების გამრავლებას. რაც ყველაზე მთავარია, პარაფინის მინერალური ზეთი ხშირი ნალექების დროსაც არ კარგავს ეფექტურობას.

მსგავსი სამუშოების ჩატარება უნდა მოხდეს კვირტების გაშლამდე მინიმუმ 2-3 კვირით ადრე.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად,  შპს ,,აგრონომი“ რეკომენდაციას უწევს უმაღლესი ხარისხის, ესპანურ პრეპარატ „ოლეულუქს“, რომელიც ეფექტური მოქმედების უნარით და ნალექებისადმი მდგრადობით გამოირჩევა. პრეპარატის ეფექტურობა შემოწმებული და დამტკიცებულია გამოცდილი ფერმერების მიერ.

ზემოთ ჩამოთვლილი გეგმიური სამუშოები უნდა ჩატარდეს თხილის, ნუშის, კაკლის, ხეხილისა და ციტრუსის ბაღებში.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“.
ვებ გვერდი: agronom.com.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.

თქვენი რეკლამა