საადრეო-საშემოდგომო წაყინვებისგან მოსალოდნელი მავნე შედეგების პრევენცია და შემცირება University of California-ს მიხედვით

საადრეო, წაყინვები, იოტო

საადრეო, იგივე საშემოდგომო წაყინვებისგან დაზიანება ხდება მაშინ, როდესაც მცენარეები ყინვის დადგომამდე ვერ ასწრებენ სრული მოსვენების პერიოდში გადასვლას.

      საადრეო-საშემოდგომო წაყინვებისგან კაკლის ნარგაობის დასაცავად საჭირო ღონისძიებები, მთელი გაზაფხული, ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ჩატარებული აგრო-ტექნიკური ღონისძიებების შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მაგალითისთვის, ნორმირებული რწყვა-გამოკვება, რათა ტალღისებურად არ წარიმართოს წაყინვისადმი მგრძნობიარე კაკლის მწვანე ნაწილების ზრდა-განვითარება. ასევე, მოსავლის აღების შემდეგ, ხეების დეჰიდრატაცია და წაყინვების დროს აქტიური მორწყვები.

მოსამზადებელი ნაბიჯები:

     ერთწლიანი ნაზარდების წვეროები ყველაზე დაუცველია წაყინვის დაზიანებისგან. ამის გამო, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ჭარბი აზოტის გამოყენება, განსაკუთრებით ვეგეტაციის მეორე ნახევარში. ამიტომ რეკომენდებულია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან შეწყდეს აზოტის მიწოდება ახალგაზრდა მცენარისთვის, ხოლო მსხმოიარე ხეებისთვის კი სექტემბრის დასაწყისისთვის.

     ახალი ნარგაობისთვის, უპრიანია რწყვა შეიზღუდოს სექტემბრის დასაწყისიდან ამავე თვის შუა რიცხვებამდე, იმ გათვლით, რომ ტერმინალურმა კვირტმა ზრდა შეაჩეროს და მიიღოს სურათის მარცხენა ფოტოზე ნაჩვენები ფორმა და მხოლოდ შემდეგ განახლდეს რწყვა, რომ თავიდან ავირიდოთ სტრესის მიყენება მცენარეებისთვის.

     მსხმოიარე ხეებისთვის კი ტერმინალური კვირტის აღნიშნული ფორმა მიიღწევა მაშინ, როდესაც მოსავლის აღების წინ ისედაც წყდება ნარგაობის რწყვა.

     ბალახის საფარის (cover crop) შემთხვევაში, სასურველია გაითიბოს დაბალ სიმაღლეზე, რათა მზის სითბო, დღის განმავლობაში ადვილად აკუმულირდეს ნიადაგის ზედა ფენებში და ხანგრძლივად შენარჩუნდეს სითბო ფესვებთან, ღამის ცივი საათების დასაკომპენსირებლად.

     მოსავლის აღების შემდეგ განაგრძეთ რწყვა და აკონტროლეთ ნიადაგის ტენიანობა. ნიადაგის ადეკვატური ტენიანობის მქონე ხეები, უკეთესად უძლებენ დაბალ ტემპერატურას დაზიანების გარეშე, ვიდრე მშრალ ნიადაგში მყოფი ნარგაობა. ეს იმიტომ, რომ ნიადაგის ფორები მასში არსებულ წყალთან ერთად უფრო მეტ სითბოს ინარჩუნებს, ვიდრე წყლის გარეშე არსებული, გამომშრალი ნიადაგის ფორები. თუ მოსალოდნელია წაყინვა და ნიადაგი ამ დროს მშრალია, უნდა ჩავატაროთ მორწყვა 2-3 დღით ადრე, ფესვებთან ტენის შესაქმნელად.

      როდის შეიძლება თავი დამშვიდებულად ვიგრძნოთ? უკვე მიძინებულ კაკლის ზრდასრულ ხეებს, შეუძლიათ გაუძლონ -10 °C და უფრო ნაკლებ ტემპერატურას. ასევე ვიცით, რომ ეს მცენარე ყინვის მიმართ აკლიმატიზაციას გადის 0 °C-თან ახლოს ტემპერატურებზე, თუმცა არ ვიცით რამდენი ასეთი ტემპერატურული ვარდნაა საჭირო სრული აკლიმატიზაციისათვის. ამისთვის კვლავ საჭიროა ტენიანობის შენარჩუნება ნიადაგში, რაც შესაძლებელია მორწყვით. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ახალგაზრდა ნარგაობებში, ბაღის გაშენებიდან 1-4 წლის განმავლობაში, როდესაც კაკალს ახასიათებს ძლიერი ერთწლიანი ნაზარდები და გახანგრძლივებული ვეგეტაციის პერიოდები.

      თუ თქვენ მაინც ვარაუდობთ წაყინვისმიერ დაზიანებებს, ამის გასაგებად გათალეთ ერთწლიანი ნაზარდი ტოტი და დაათვალიერეთ მისი ქსოვილები ვიზუალურად. მშრალი და მუქი ქსოვილები მიუთითებენ წაყინვისაგან დაზიანებებზე (იხ. სურათის მარჯვენა ფოტო).

      წაყინვის შემდეგ, მზის დამწვრობამ შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს ქსოვილები სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან, საიდან მზე ყველაზე მეტად აცხუნებს. ასეთ შემთხვევაში, დაზიანებული ხეების სამხრეთ-დასავლეთ მხრიდან შეთეთრება კარგი გამოსავალია, დამატებითი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.  ხის შეთეთრებამ წაყინვის დადგომიდან ერთი კვირის ვადაში, შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს სავარაუდო ზიანი.

საადრეო, წაყინვები, იოტო

      აკლიმატიზაციის დასაჩქარებლად გამოიყენება სხვადასხვა დეფოლიანტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფოთოლცვენის პროცესის ნაადრევად დაწყებას, შესაბამისად, მცენარე დროულად შედის მიძინების ფაზაში. ბაზარზე არსებული ასეთი პროდუქტები შეიცავენ სხვადასხვა მოქმედ ნივთიერებებს, მაგალითად სპილენძს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ხელატური (მაგ. EDTA), ასევე კომპლექსური ფორმით. ხელატური ფორმისგან განსხვავებით, სპილენძის კომპლექსურ ფორმას უფრო სწრაფი და მრავალმხრივი მოქმედება აქვს, ასევე უკეთესად აღწევს მცენარეში და აქვს სამკურნალო თვისებაც. კომპლექსური სპილენძის ბაზაზეა დამზადებული ესპანური კომპანიის, ალტინკოს ინოვაციური პროდუქტი-კოპფოლი, რომელიც შეიცავს წყალში ხსნად კომპლექსურ სპილენძს (Cu) 8%-ს. აღნიშნული პროდუქტი ეხმარება მცენარეს რომ დაჩქარებული წესით დაირეზერვოს საკვები ელემენტები და გადავიდეს მიძინების პერიოდში, ასევე ხელს უწყობს ნაწიბურების ბუნებრივ მოშუშებას (სუბერიზაცია) რამდენიმე დღეში ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევის თავიდან ასაცილებლად.

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი, ანა ციქობაძე, თორნიკე თურმანიძე.

კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717

წყარო: https://www.sacvalleyorchards.com/walnuts/horticulture-walnuts/minimize-sudden-autumn-freeze-damage/

თქვენი რეკლამა