24 ნოემბერს „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში მწვანე პარასკევი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ფერმერები ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენას უპრეცედენტო ფასდაკლებით შეძლებენ. აქცია თვის ბოლომდე, 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მწვანე პარასკევის ფასები „აგროსფეროს“ თითქმის სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება. მათ შორის, ინოვაციური ტექნიკის გერმანულ მწარმოებელ CLAAS-ის პროდუქტებზე – აქციის განმავლობაში მის უახლეს ტრაქტორებს მომხმარებლები 96 500 ლარიანი ფასდაკლებით შეიძენენ. თითქმის განახევრებული ფასებით იქნება წარმოდგენილი სხვა წამყვანი ბრენდების ტექნიკაც, რაც ფერმერებს რამდენიმე ათასი ლარის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
მწვანე პარასკევი ტრაქტორებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გარდა, ვრცელდება ღვინის საწარმოო ინვენტარზე, სათესლე მასალებზე, სამუშაო იარაღებზე, ხელსაწყოებსა და მომხმარებლის რჩეულ სხვადასხვა პროდუქტზე.
„აგროსფეროს“ მიზანია, ქართველი ფერმერები ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყონ. იმისათვის, რომ მათი შეძენა უფრო მეტმა მომხმარებელმა შეძლოს, კომპანიაში ვცდილობთ, ფასდაკლებები ხშირად გამოვაცხადოთ. მწვანე პარასკევი „აგროსფეროს“ მორიგი უპრეცედენტო აქციაა, რომელიც ფერმერებსა და აგრომეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ჩვენი პროდუქცია თითქმის განახევრებულ ფასად შეიძინონ“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.
ფერმერები პროდუქციის ფასდაკლებით შეძენას შეცლებენ როგორც ფიზიკურ ლოკაციებზე, ისე „აგროსფეროს“ ონლაინ მაღაზიაში. მისი ფილიალები თბილისის გარდა, წარმოდგენილია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროდუქციის ონლაინ გამოწერის შემთხვევაში კი, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასე რომ, მოინიშნეთ 24-30 ნოემბერი და არ გაუშვათ შანსი, შეიძინოთ ინოვაციური პროდუქცია დაუჯერებელ ფასად.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.
დამატებითი კითხვებისთვს ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს: https://agrosphere.ge/