ნემატოდები – მოსავლის უხილავი მტერი

ნემატოდები, მოსავლის, მავნებელი

ნემატოდების უმეტესობა უპირატესად აზიანებს მცენარის მთავარ ფესვებს,  რაც ხელს უწყობს მათში პათოგენური ორგანიზმების შეღწევას, ისინი მცენარეში გამოყოფენ სპეციფიკურ ფერმენტებს, რისი ზემოქმედებით ფესვები დიდდება, დეფორმირდება და წარმოიქმნება გალები, რასაც შემდგომ ფესვთა სისტემის  დაშლა და მცენარის დაღუპვა მოსდევს.

ნემატოდები მრავლდებიან კვერცხით, რომელსაც მდედრი დებს სუბსტრატზე ან გალში კვერცხის დების პროცესი მიმდინარეობს  14-15 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-5 თაობამდე.

მცენარეში იჭრებიან ფესვის ბუსუსებიდან, ბაგეებიდან, ჭრილობებიდან. ნემატოდები ერთი მცენარიდან მეორეზე ვრცელდებიან ნიადაგით, მწვანე ოპერაციებით, ნაკელით და სხვ.

ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდი:

•პარაზიტის მიმართ გამძლე ჰიბრიდების დარგვა;
• ნამყენი მცენარეების გამოყენება;
• ნიადაგების სოლარიზაცია;
• თესლბრუნვა სხვადასხვა ოჯახების მცენარეების გამოყენებით.

ბრძოლი ქიმიური  მეთოდი:

→ ნიადაგის ფუმიგაცია;

→ მაღალეფექტური ინსექტიციდი – ნემატოციდი. მოქმედი ნივთიერება: ოქსამილი 100 გ/ლ. მწარმოებელი: DuPont Solutions (France) S.A.S/საფრანგეთი .

→ ვიდატი  – 10ლ წარმოადგენს კარბამატულ ინსექტიციდსა და ნემატოციდს, რომელიც უმთავრესად მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე ნეიროტრანსმიტერული ფერმენტის აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირების გზით. ვიდატი 10ლ გამოიყენება ნიადაგში დაფიქსირებული ზოგიერთი სახეობის ნემატოდების, მათ შორის ცისტიანი ნემატოდების, თავისუფლად მცხოვრები ნემატოდებისა და ზოგიერთი მწოველი მავნებელი მწერის კონტროლის მიზნით. ვიდატი 10 ლ ძალიან სელექტიურია მცენარეების მიმართ. კულტურისა და მოყვანის პირობებიდან გამომდინარე უზრუნველოყოფს არა უმცირეს 30 დღიან კონტროლს.

ასევე საკმაოდ ეფექტური ნემატოდებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი

საკმაოდ ეფექტურია, სადაც ნემატოდებია გავრცელებილი იმ ადგილას ფრანგული მარიგოლდის დათესვა, მისი ფესვებიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერება ეფექტურად აკონტროლებს ნემატოდების პოპულაციებს,  მისი გამოყენება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც სრულიად უსაფრთხოა.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

ლელა გვასალია
კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი / ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი.

ტელ: 599-03-77-03
ელ-ფოსტა: lela.gvasalia@cartlis.ge

კარტლისის ვებ გვერდი: http://www.cartlis.ge/

კრედო ბანკი