ბარაქა უხვი მოსავლისთვის

ბარაქა, მოსავალი, კომპანია

თუ ბარაქას ჯერ კიდევ არ იცნობთ, ახლა სწორედ ის დროა მასზე ყველაფერი შეიტყოთ.

ბარაქა ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდია, რომელიც უკვე წლებია სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებისთვის იღწვის. კომპანია ფერმერებს აგროსერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს და მათი მოსავლის ბარაქიანობაზე დათესვიდან მოსავლის აღებამდე ზრუნავს.

ბარაქას სერვისებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს. კომპანია მათ უწყვეტ ზრუნვასა და მუდმივ უკუკავშირს სთავაზობს, უმაღლესი ხარისხის სასუქებით, სათესლე მასალითა თუ მცენარეთა დაცვის საშუალებებით კი მათ უხმოსავლიანობას უზრუნველყოფს.

ბარაქა არსებული უპირატესობებით არ კმაყოფილდება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მეცნიერული მიდგომებით კომპანია სფეროში ინოვაციების შემოტანას ყოველდღიურად ცდილობს, საცდელი მეურნეობის დახმარებით კი ამ ინოვაციების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში რწმუნდება.

მოსავლის სიუხვის გარდა, კომპანიის სურვილი ბარაქიანი მომავლის შექმნაა, ამ მიზნით ბარაქა აგრონომების ახალი თაობის აღზრდაზეც ზრუნავს. კომპანია გეგმავს სასწავლო ცენტრის გახსნას, სადაც არაერთ პროფესიონალს გაზრდის.

მალე ბარაქას მაღაზიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნება. უახლოეს პერიოდში ყვარელში, ზუგდიდსა და მარნეულში წარმოდგენილი იქნება უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქცია, რომლითაც კომპანიას ამერიკული, იაპონური და ევროპული ბრენდები ამარაგებენ. პროდუქციის ეფექტურობაში დარწმუნება არ გჭირდებათ, რადგან თითოეული მათგანი უკვე გამოცდილია საცდელ მეურნეობებზე.

ბარაქა, მოსავალი, კომპანია

კომპანია დღითი-დღე იზრდება და აფართოებს შესაძლებლობების არეალს.  ნოვაციებზე დაყრდნობით ბარაქა ცდილობს, დაეხმაროს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში და ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებას საქართველოში.

მოკლედ, თვალი ვადევნოთ ბარაქას, როგორც ჩანს ეს კომპანია ბევრ საინტერესო სიახლეს გვიმზადებს.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.
კომპანიის გვერდი: https://www.facebook.com/Baraka.Georgia/