„აგროსფერო“ და „ფინკა ბანკი“ განაგრძობენ თანამშრომლობას და ფერმერებისთვის, საუკეთესო აგრო სესხის შეთავაზებას ექსკლუზიური პირობებით. შეთავაზების ფარგლებში ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ აგრო–სესხით 0%-დან (ეფექტური 0.65%-დან)!
როგორ ისარგებლოთ აგრო–სესხით?
აგრო-სესხი ექსკლუზიური პირობებით გამოიყენება „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში განთავსებული პროდუქციის შესაძენად, კერძოდ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარეთა დაცვის საშუალებები, მინერალური სასუქები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალა, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, ტრაქტორები და მისაბმელი აგრეგატები, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ვენახის ინვენტარი, სასათბურე პროდუქცია, ღვინის საწარმოო ინვენტარი და ა.შ.
პროდუქციის შერჩევის შემდეგ, „აგროსფეროს“ სერვის ცენტრშივე შეავსებთ სესხის განაცხადს და ისარგებლებთ ფინკა ბანკის აგრო-სესხით 0%-დან. 10000 ლარამდე სესხი გამარტივებული პროცედურებით, მოკლე ვადაში დაგიმტკიცდებათ.
აგრო-სესხის ვადა 6-დან 15 თვემდეა (საშეღავათო პერიოდი 5-დან 11-თვემდე, ანუ შეგიძლიათ სესხის გადახდა 11-თვის შემდეგაც დაიწყოთ, როცა მოსავალს მიიღებთ და შემოსავალი გაგიჩნდებათ). აგრო-სესხი ხელმისაწვდომია 4,500 ლარიდან 150,000 ლარამდე, ექსკლუზიურია ისიც, რომ განაღდების და გაცემის საკომისიო 0% გახლავთ.
გამოიყენეთ საუკეთესო შესაძლებლობა და ისარგებლეთ აგრო-სესხის ექსკლუზიური პირობებით. შეავსეთ აგრო-სესხის განაცხადი ბმულზე: http://agrosphe.re/Finca
კონსულტაციებისთვის მიმართეთ „აგროსფეროს“ ან „ფინკა ბანკის“ სერვის ცენტრებს, ან დარეკეთ ნომრებზე *4949 ან 032 2500 900
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.
საიტი: https://agrosphere.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აღნიშნულ განცხადებასთან, დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.