ჰაერის ჰორიზონტალურ გადაადგილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მცენარეთა ცხოვრებაში. იგი უშუალოდ მოქმედებს მცენარის ასიმილაციაზე, ტრანსპირაციაზე, დამტვერვაზე და თესლის გავრცელებაზე, ასევე მცენარის ფორმაზე.
ქარის სისწრაფე იზომება ანემომეტრით.
ქარის სისწრაფის შკალა (ბოფორტის მიხედვით) სრული სიმყუდროვე – 0 მ/წმ, სუსტი ნიავი – 2-4 მ/წმ, ნიავი 4-6 მ/წმ, სუსტი ქარი 6-8 მ/წმ, ძლიერი ქარი 8-10 მ/წმ, მკაცრი ქარი 10-12 მ/წმ, ქარიშხალი 14-17 მ/წმ, ძლიერი ქარიშხალი 17-24 მ/წმ (ამტვრევს ხეებს), გრიგალისებრი ქარიშხალი 24-30 მ/წმ (თხრის ხეებს), გრიგალი 30 მ/წმ-ზე მეტი (გამანადგურებელია).
ქარების განაწილება – ეკვატორი უქაროა, ჩრდილოეთისკენ ქარის ინტენსივობა იმატებს. სიმაღლის მატებასთანაც ზ.დ.-დან ქარის სისწრაფე მატულობს.
მთიანი ქვეყნებისათვის დამახასიათებელია ფიონები (მათ დას. საქართველოში “ზენა ქარებს” უწოდებენ) – ცივი, მშრალი ქარები. ისინი დიდ ზიანს აყენებენ ახალგაზრდა სიმინდს, ჩაის და სხვ. მათ დასაცავად ქარსაფარ ზოლებს აშენებენ.
ქარის დადებითი გავლენა – დამტვერვა ქარის მეშვეობით – ანემოფილური მცენარეები (ასეთია ფარულთესლოვანთა 10%), მცენარეების თესლებისა და ნაყოფების გავრცელება ქარის საშუალებით _ ანემოქორული მცენარეები (თესლების და ნაყოფების სამარჯვები ქარით გადატანისათვის – ბუსუსები, საფრენი გამონაზარდები, მცირე ზომა და წონა და სხვ.) ქარს ზოგჯერ 40 კმ-ის მანძილზეც გადააქვს დიასპორები (კუნძულ კრაკატაუს მაგალითი).
ქარის უარყოფითი მოქმედება
→ ხე-მცენარეების ქარტყდომა, ქარქცევა. ქარტყდომა ძირითადად რბილმერქნიან ჯიშებს ახასიათებს (ვერხვები, ტირიფები, ცაცხვი, სოჭი);
→ ქარქცევა ძირითადად ზედაპირული ფესვთა სისტემის მქონე ჯიშებში – ჭარბტენიან ნიადაგებზე;
→ ქარით ატაცებული ქვიშით, ხრესით, თოვლის ნაწილაკებით ხდება კრეჭვა;
→ ტყეში ქარის სიჩქარე მეტია ზევით; დედამიწის ზედაპირთან ძალიან მცირეა. ქარი ხევს ფოთლებს, აყრევინებს ნასკვებს ნაყოფებს, თესლებს. ვარჯი განიცდის დეფორმაციას, ცალმხრივად ვითარდება ვარჯი. მგრძნობიარეა: ვერხვი, ცაცხვი, ვაშლი და სხვ. გამძლეა: ფიჭვი, კვიპაროსი, თუთა, არყი, წიფელი, ტირიფები და სხვ;
→ ქარი მოქმედებს ტრანსპირაციაზე;
→ ქარის გავლენით ხდება ნიადაგის ეროზია, ფესვები შიშვლდება და იღუპება.
მცენარეულ საფარს დიდი გავლენა აქვს ქარის შესუსტებაზე. ტყის სიღრმეში ქარის სისწრაფე ძალიან იკლებს.
ქართან საბრძოლველად აშენებენ ქარსაფარ ზოლებს, რომლებიც რამდენიმე მწკრივი მაღალტანიანი ხეებისგან შედგება.
ბაღის დიზაინერი
შექმნაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.
იხილეთ აგრეთვე: ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა და გაშენების სქემები საქართველოსთვის