აზერბაიჯანი აგროდრონების წარმოებას იწყებს

აგროდრონები, აზერბაიჯანი, თურქეთი

აზერბაიჯანში, ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დრონების წარმოება დაიწყება.

როგორც ABC.AZ იუწყება, ამის შესახებ ბაქოში, სოფლის მეურნეობის ინოვაციების მეორე ფორუმზე, სოფლის მეურნეობის ინოვაციების ცენტრის დირექტორმა ანარ ჯაფაროვმა განაცხადა.

„ეს კომპანია ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორისთვის დრონების წარმოებით არის დაკავებული და ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტთან სააწარმო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწია“, – თქვა ანარ ჯაფაროვმა.

მისი სიტყვებით, აზერბაიჯანში წარმოებული დრონები სამინისტროს ინოვაციური აღჭურვილობის სიაში შევა.

ადგილობრივი ფერმერები ამ დრონების შეძენისას მთავრობის 40%-იანი მხარდაჭერით ისარგებლებენ.

თქვენი რეკლამა