12 ფაქტი ნიმის ზეთის შესახებ

ნიმის, ზეთი

1. უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა და ველური ბუნებისთვის

სინთეზური პრეპარატები, რომლევიც კონტაქტური მოქმედებისაა ხშირად ტოვებენ ტოქსიკურ ნარჩენებს რომლებიც აზიანებს და კლავს კიდეც შინაურ ცხოველებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნიმის ზეთი, მეორეს მხრივ, არის ბიოდეგრადირებადი და არატოქსიკური. იგი უსაფრთხოა ჩიტებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ოთხფეხა მეგობრებისთვის, თევზებისთვის და ველური ბუნებისთვის.

2. არის ორგანული და ბიოდეგრადირებადი

ნიმის ზეთი ნატურალურად წარმოებულია ნიმის ხისგან (აზადირაქტინი), რომელიც ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში. ეს განაპირობებს ნიმის ორგანულობას. „გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ“ (Environmental Protection Agency) აღმოაჩინა, რომ ნიმის ზეთი გვერდითი ეფექტებით არ ხასიათდება და მიდი გამოყენება უსაფრთხოა ამერიკის მაცხოვრებლებისთვის და გარემოსთვის.

ტერა ნიმის ზეთი საქართველოში აღიარებულია „კავკასსერტის“ მიერ, საზღვრებს გარეთ კი სერტიფიცირებულია IFOAM, Ecocert, OMRI და USDA-ს მიერ.

3. არ ტოვებს „მკვდარ ზონებს“ მცენარეზე, როგორც სხვა ინსექტიციდები

ნიმის ზეთის ინსექტიციდი, „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ ექსკლუზიური დაკვეთით დამზადებული, არ ტოვებს „მკვდარ ზონებს“ შეწამვლის შემდეგ მცენარის ნაყოფზე, ფოთლებზე,ხის ტოტებზე, როგორც სხვა სინთეზური ინსექტიციდები. ის მხოლოდ მჩხვლეტ-მწუწნ მწერებს აზიანებს. სინთეზური პრეპარატები „მკვდარ ზონებში“ მყოფ სასარგებლო მწერებს აზიანებენ.

4. შეგიძლიათ განვითარების ყველა ფაზაში არსებული მწერის კონტროლი

ნიმის ზეთი მწერებს განვითარების ყველა  – ზრდასრულ, ლავრისა და კვერცხის ფაზაში ებრძვის და ეფექტურად ანადგურებს. აქტიური ნივთიერება, აზადირაქტინი მწერებს რამდენიმე მიმართულებით ებრძვის:

  1. კვების უნარის დაქვეითება
  2. ჰორმონების მოშლა
  3. საჰაერო გზების ჩახშობა

აზადირაქტინი აიძულებს მწერებს შეწყვიტონ კვება და გამრავლება.

როდესაც მწერები კონტაქტში შედიან ნიმის ზეთთან ნივთიერება მწერის განვითარების შემდეგ ფაზას ახშობს ჰორმონალური სისტემის მოშლით.

5. ეფექტურად აკონტროლებს ასობით სახეობის მწერს

ნიმის ზეთი ეფექტურია დაახლოებით 200 სახეობის მწერის მიმართ და არა რამდენიმე სახეობის მიმართ. მათ შორის:

  • კოქციდები ( ცრუფარიანები, ფარიანები);
  • ბუგრები;
  • თრიფსები;
  • ქერცლფრთიანები (ნაყოფჭამიები, მზომელები, სფინქსები, ჩრჩილები, ალურები, ხვატრები და სხვა);
  • ტკიპები;
  • ბაღლინჯოები.

6. გამოიყენება როგორც მიძინებულ ისე აქტიურ სეზონზე

იქიდან გამომდინარე, რომ ნიმის ზეთი მწერებს განვითარების ყველა სტადიაში კლავს, შეგიძლიათ ინსექტიციდი გამოიყენოთ მიძინებულ სეზონზე, რათა გაანადგუროთ მოზამთრე ფაზები და კვერცხები ან გამოიყენოთ როგორც რეპელენტი.

7. უსაფრთხოა ოთახის მცენარეებისთვის გამოსაყენებლად

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც სახლის მცენარეებს ბუგრები ანადგურებენ.

ნიმის ზეთის გამოყენება სახლის მცენარეებისთვის უსაფრთხოა როგორც რეპელენტის ასე ბრძოლის მიზნით. შეასხურეთ მცენარეს შესაბამისი დოზებით, პესტიციდი უსაფრთხოა თქვენი ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის.

8. უსაფრთხოა სათბურში გამოსაყენებლად

სათბურის პირობები შესანიშნავია ტკიპების, ბუგრების და ფრთათეთრების გამრავლებისთვის. არ დაუტოვოთ ამ მწერებს შანსი და გამოიყენეთ ორგანული ტერა ნიმის ზეთი როგორც რეპელენტი, რათა დასაწყისშივე აირიდოთ თავიდან მწერების კვერცხებიდან გამრავლება და როგორც ბრძოლის საშუალება, თუ შეწამვლა ვერ მოასწარით და მწერები ძალიან გამრავლდნენ.

9. ნიმის ზეთი დაიცავს თქვენს ხეხილს და კენკროვან კულტურებს

თუ გაქვთ ხილის ბაღი ან თუნდაც რამდენიმე ძირი ხეხილი, მავნებლები შეგიძლიათ ნიმის ზეთის გამოყენებით აკონტროლოთ. ვაშლის ხეები ძირითადად, ჭიებით ზიანდებიან, ყველაზე ხშირია ვაშლის ნაყოფჭამია.

იმისთვის, რომ თქვენი ხეხილი და კენკროვანი ბუჩქები მავნებლებისგან დაიცვათ, შეასხურეთ ნიმის ზეთი ყვავილობამდე და ყვავილობის დასრულების შემდეგ კი – ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

10. მწერები არ ხდებიან რეზისტენტულები ნიმის ზეთის მიმართ

მწერებს არ უვითარდებათ იმუნიტეტი ნიმის ზეთის მიმართ, როგორც ეს სხვა ქიმიური ინსექტიციდების შემთხვევაში ხდება. ეს ნიშნავს, რომ ნიმის ზეთი ინარჩუნებს ეფექტურობას ყოველ სეზონზე გამოყენების შემთხვევაშიც კი.

11. არ აბინძურებს წყალს

იქიდან გამომდინარე, რომ ნიმის ზეთი არის ბიოდეგრადირებადი და არატოქსიკური, არ აბინძურებს მიწისქვეშა გამდინარე წყლებს, არ წარმოშობს ტოქსიკურ ჩამონადენს ნაკადულებში და მიმდებარე წყლის რეზერვუარებში.

12. ნიმის ზეთი, ინსტრუქციით დაცვის გამოყენების შემთხვევაში, არ აზიანებს ფუტკრებს, ჭიამაიებს და სხვა სასარგებლო მწერებს

ქიმიური პესტიციდები ფუტკრების შემგროვებლობის უნარს აქვეითებენ, რაც საბოლოოდ, მათ სიკვდილს იწვევს. ნიმის ზეთის გამოყენება არ აზარალებს საშუალო და დიდ სკებს. მთავარია, ნიმის ზეთი, ისევე როგორც სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებები, არ შეასხუროთ მცენარეს ფუტკრების აქტიურობის პერიოდში.

იმის გამო, რომ ნიმის ზეთი აზიანებს მხოლოდ მჩხვლეტ-მწუწნ მწერებს, ის ასევე უსაფრთხოა ჭიამაიებისა და სხვა სასარგებლო მწერებისთვის.

მარიამ ტაკაშვილი,
ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი.

იხილეთ აგრეთვე: ნიმის ზეთის გამოყენების წესები და დოზები კულტურების მიხედვით

თქვენი რეკლამა