ნიმის ზეთი – მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება

130 Views

„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა“ ბაზარზე ახალი ინსექტო-აკარიციდი, ნიმის ზეთი შემოიტანა. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტის ექსკლუზიური დისტრიბუტორები არიან.

მოკლედ სტატიაში, რა არის ნიმის ზეთი და როგორ დაგვეხმარება მცენარეთა დაცვაში.

ნიმის ზეთი ინსექტო-აკარიციდული მოქმედების ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც ნიმის ხისგან მიიღება.

ნიმის ზეთის ბიოლოგიურ მეურნეობებში გამოყენება რეკომენდირებულია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა OMRI; Organic Gardening;Ecosert; საქართველოში კი მასერტიფიცირებელი ორგანო – „კავკასსერტის“ მიერ.

რა არის ნიმის ზეთი?

ნიმის ზეთი ბიოლოგიური ინსექტიციდ – აკარიციდია. იგი მცენარე ნიმის ფოთლებისდა ნაყოფისგამოხდის შედეგად მიიღება. მთავარი მოქმედი ნივთიერება აზადირაქტინია. ასევე შეიცავს ლიმონოიდებს.

როგორ მოქმედებს ნიმის ზეთი მწერებზე?

ნიმის ზეთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრ კომპლექსურ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს. სხვა ინსექტიციდებისგან განსხვავებით, რომელთაც შხამის მოქმედება აქვთ, ნიმის ზეთის ინგრედიენტები მწერების ჰორმონების მსგავსია. მწერები ამ ინგრედიენტებს ისე იღებენ, როგორც ბუნებრივ ჰორმონებს.

ნიმი იჭრება მწერის სისტემაში და ნამდვილ ჰორმონებს ბლოკავს, რომლებიც შემდეგ სათანადოდ ვეღარ მუშაობენ. მწერებს ავიწყდებათ გამოკვება, შეწყვილება, კვერცხების დადება. ზოგიერთ მათგანს ავიწყდება რომ ფრენა შეუძლია. თუ კვერცხები დადებულია, ნიმის ზეთის გამოყენების შემდეგ მწერები აღარ იჩეკებიან ან ლავრები ვერ ვითარდებიან.

ცალსახაა, მწერები, რომლებსაც გამოკვება და გამრავლება არ ახსოვთ ან არ შეუძლიათ ვერ გადარჩებიან. პოპულაცია იწყებს კვდომას და საბოლოოდ, გადაშენდებიან.

მეცნიერებისთვის რთული გასარკვევია როგორ მუშაობს ნიმის ზეთი. მასში ბევრი სხვადასხვა აქტიური ნივთიერებაა და მწერის სხვადასხვა სახეობაზე ნიმის ინსექტიციდი სხვადასხვანაირად ზემოქმედებს.

ნიმის ზეთი არ ვნებს სასარგებლო მწერებს. იგი მხოლოდ მჩხვლეტ-მწუწნ მწერებს აზიანებს.

ნამდვილი ჰორმონების მსგავსად, შედეგის მისაღებად ნიმის ზეთის ძალიან დაბალი კონცენტრაციით გამოყენებაც კი საკმარისია.

თუმცა, ეს შედეგი ერთ ღამეში არ მიიღება, როგორც ფერმერების უმეტესობა ქიმიური საშუალების გამოყენების შემთხვევაში მყისიერი შედეგის მიღებას არის მიჩვეული. თუ ნიმი ძალიან მოკლე პერიოდში ყველა არასასურველ მწერს არ მოკლავს, ეს არ ნიშნავს რომ იგი არ მოქმედებს. როგორც ზემოთ ახსნილი მაგალითიდან ჩანს, მისი მოქმედება უფრო გრძელვადიანი და ძირეულია.

როგორ რეაგირებენ მჩხვლეტ-მწუწნი მწერები ნიმის ზეთზე?

ექსპერიმენტი

განვიხილოთ ბალახისმჭრელებზე, კალიებზე ჩატარებული ექსპერიმენტი.

→ ექსპერიმენტის დროს გამოყენებულია ორი სინჯარა, ორი ფოთოლი და ორი კალია.

→ ერთ ფოთოლს ქიმიური საშუალება შეასხურეს, მეორეს – ნიმის ზეთი.

→ ეს ფოთლები სხვადასხვა სინჯარებზე მოათავსეს და კალიები დასვეს.

→ პირველი კალია, რომელიც ქიმიური საშუალებით შეწამლულ ფოთოლზე მოათავსეს მაშინვე დაიღუპა.

→ მეორე კალია ნიმის ზეთით შეწამლულ ფოთოლს არ გაეკარა და გადარჩა. რამდენიმე დღეში შიმშილისგან დაიღუპა.

→ ექსპერიმენტის ბოლოს მივიღეთ ორი დაღუპული კალია, ქიმიით შეწამლული, ნახევრად დაზიანებული, შეჭმული ფოთოლი და ორგანული პრეპარატით, ნიმის ზეთით შეწამლული საღი ფოთოლი.

ნიმის ზეთს აქვს რეპელენტური თვისება (მწერი არ ეკარება პრეპარატით დამუშავებულ მცენარეს).

ექსპერიმენტის შედეგის ნაწილი ნიმის ზეთის მოქმედების მექანიზმითაა განპირობებული, რომელიც ზემოთ ავხსენით – მწერმა შეხებისთანავე შეითვისა ნიმის ზეთი, მიიღო როგორც მსგავსი ჰორმონი და საბოლოოდ, დაერღვა იმუნური ფუნქცია – დაავიწყდა ჭამა, მოქმედება, გამრავლება და ა.შ.

როგორც ვხედავთ, ნიმის ზეთის სუნი საკმარისია მწერების დასაფრთხობად, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საკმაოდ ძლიერი რეპელენტია.

პრეპარატის ჰორმონალური მოქმედების და იმ ფაქტის გამო, რომ ეფექტის მიღებას გარკვეული პერიოდი სჭირდება – რამდენიმე კვირაც კი, შეიძლება ფერმერთა უკმაყოფილება გამოიწვიოს – ხშირად მომხმარებლებს სჭირდებათ დაუყოვნებლივ დაინახონ ნაკვეთებში მასობრივად დახოცილი მწერები, თუმცა, ავიწყდებათ გრძელვადიან პერიოდში დაბალანსებული გარემო.

ეს მიდგომა არასწორია, რადგან ნიმის ზეთის ძალა სწორედ მის ჰორმონალურ მოქმედებაშია. ეს არის პრეპარატის გასაღები – როგორც ძლიერი, გარემოსთვის უსაფრთხო და ამავდროულად საჭირო ინსექტიციდის. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრეპარატის სწორად გამოყენებაა.

ნიმის ზეთი მცენარის შიგნიდან მოქმედებს

ინსექტიციდების უმეტესობა, რომლებსაც ვიყენებთ, ჩამოირეცხება წვიმის დროს, რის გამოც თავიდან გვიწევს წამლობის ჩატარება ან უფრო ძლიერ საშუალებებს მივმართავთ ხოლმე, რომლებიც არა მხოლოდ მავნე მწერებზე, არამედ გარშემო ყველა ცოცხალ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებენ.

ნიმის ზეთიც ძალიან სწრაფად იშლება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიამრთ. მაგრამ ნიმის ზეთი სისტემური მოქმედების პრეპარატია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ნიმის ზეთი ნიადაგში შეიტანოთ და მცენარეები მას აითვისებენ.

ნიმის ზეთი და სასარგებლო მწერები

ნიმის ზეთი არ არის ტოქსიკური სასარგებლო მწერებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მწერი ნიმის ზეთს უნდა შეეხოს, რათა დაიხოცოს, სასარგებლო მწერები კი მცენარეებს არ ჭამენ, ნიმის ზეთი მათთვის უსაფრთხოა.

გასათვალისწინებელია, რომ ნიმის ზეთი, როგორც სხვა პრეპარატები, მეურნეობაში დილით ადრე ან გვიან საღამოს შევიტანოთ.

გამოიყენება ყველა სასოფლო – სამეურნეო კულტურაში.

„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ საიტი: http://bioagro.ge/

უფრო დეტალურად, გამოყენების წესების შესახებ იხილეთ: ნიმის ზეთის გამოყენების წესები და დოზები კულტურების მიხედვით

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB