ინფექციის წყაროების და მასტიტის წარმოქნის მიზეზების შესახებ გვიყვება რძის მწარმოებელთა ასოციაციის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ვიტალი ზახარჩენკო.
მასტიტის კლინიკური გამოვლენა ხასიათდება ცხოველის საერთო მდგომარების გაუარესებით, ტემპერატურის მომატებით, გამონადენით, სარძევე ჯირკვლების კანის გაწითლებით, რძის საკვები ღირებულების გაუარესებით.
სუბკლინიკური (ფარული) მასტიტის მიმდინარეობისას რძის ორგანოლეპტიკური თვისება უცვლელი რჩება, ხოლო დაავადების დიაგნოსტირება სპეციალური რეაგენტებით საშუალებით ხდება, რომლის რძესთან შერევა უცვლის ფერს და წარმოიქმნება კისელის მაგვარი შედედება.
ინფექციის წყაროები. თანამედროვე მსოფლიო კლასიფიკაციაში ძროხების მასტიტის დიფერენციაცია ხდება მისი გამომწვევის წარმოშობის წყაროზე დაყრდნობით: კონტაგიოზული (ინფექციური) და მიკლოფლორით გამოწვეული მასტიტი
კონტაგიოზური მასტიტის ძირითადი გამომწვევებია Staph. aureus, Str. agalactiae. ისინი უშუალოდ სარძევე ჯირკვალში იმყოფებიან და მრავლდებიან. კლინიკურად ჯანმრთელი ძროხების დაინფიცირების უმთავრესი წყაროებია – წველისას საწველი აპარატი, მწველავის ხელები, ჭუჭყიანი ჩვარი ან ხელსახოცი, რომელთაც არაერთჯერადად იყენებენ.
ბაქტერიების გავრცელებას ხელს უწყობს ნახირში დაინფიცირებული ძროხის შემოყვანა სხვა ფერმიდან ან მეურნეობიდან. აშშ-ში ჩატარებული რიგი კვლევების მონაცემების მიხედვით (Trinidad et al., 1990; Fox et al., 1995), უშობლების დაინფიცირება ოქროსფერი სტაფილოკოკით შესაძლებელია 30-40%-ს აღწევდეს. დადგენილია ერთნაყოლ ძროხებში მასტიტების წარმოშობის შემთხვევები რძით კვების პერიოდში Str. аgalactiae-ით კონტამინირებული არაპასტერიზებული მასტიტიანი რძის დალევის შემდეგ.
მოზარდის სარძევე ჯირკვლის დაინფიცირება ხდება 6 თვის ასაკში, ხოლო მომავალი ძროხები წარმოადგენენ ინფექციის წყაროს ლაქტაციის პერიოდში. ითვლება, რომ უშობლები უფრო დაუცველები არიან დაინფიცირების წინაშე მაკეობის ბოლო 3 თვის განმავლობაში (Fox et al., 1995).
არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქროსფერი სტაფილოლოკის 71%, რომლებიც იზოლირებული იყვნენ ხბოს სარძევე ჯირყვლიდან დაბადებისთანავე, იდენტური იყვნენ იმათი, რომლებიც გამოიყოფოდნენ ლაქტაციის დროს ზრდასრული ძროხების რძიდან (Midelton et al., 2002). ბუზების პოპულაციის ზრდა ხელს უწყობს კონტაგიოზური მასტიტების გამომწვევების გავრცელებას.
გარემოში მასტიტის გამომწვევებს უპირატესად წარმოადგენენ კოლიფორმული ბაქტერიები და სტრეფტოკოკები Str. аgalactiae-ის გამოკლებით. გარედან ბაქტერიების მოხვედრა ხდება ძროხის მთელი რეპროდუქციული ციკლის განმავლობაში (ლაქტაცია, მშრალად ყოფნა) მისი არადამაკმაყოფილებელ, ან ზოგჯერ ანტისანიტარულ პირობებში შენახვისას, ასევე ჭუჭყიანი საწველი აპარატის გამო, ჭუჭყიანი ხელსახოცების ხმარების გამო და ა.შ. გამომწვევების იზოლირებას ახდენენ ქვეშსაფენი მასალიდან, ნაკელიდან, ნიადაგიდან, ცურთითების კანიდან, რეპროდუქციული ტრაქტის გამონაყოფიდან, საშოდან, ნესტოდან, მაჭიკიდან და საკვებიდანაც კი (სენაჟი).
ბაქტერიების გავრცელების უმთავრეს წყაროს დაბინძურებული ქვეშსაფენი წარმოადგენს. სილის, როგორც არაორგანული მასალის, გამოყენება ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელების შემცირებას ორგანული საფენი მასალისგან შედარებით (ნამჯა, მშრალი ნაკელი, ნახერხი). სილის მიკროფლორით კონტამინაცია დამოკიდებულია მის სისუფთავეზე და მასში ორგანული ნივთიერებების შემცველობაზე (ნიადაგი, ნაკელი).
უპირატესობა უნდა მიენიჭოს გარეცხილ სილას, რადგან მისი გამოყენება გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ ბაქტერიების მინიმალურ რაოდენობას. ითვლება, რომ ნამჯა როგორც ქვეშსაფენი უფრო კონტამინირებულია ბაქტერიებით, ვიდრე ნახერხი და ნაფოტები.
აშშ-ს ეროვნული საბჭოს მასტიტის შესწავლის მონაცემებით (2007) არსებობს ცურზე ბაქტერიების მოხვედრის 4 ძირითადი გზა:
- პირდაპირი კონტაქტი;
- კიდურების საშუალებით;
- შხეფები;
- კუდი.
ცურის დაინფიცირება პირდაპირი კონტაქტით ხდება როდესაც ძროხა იძულებულია მოისვენოს ბინძურ ბოქსში; კიდურების მეშვეობით – როდესაც ძროხა წვება ნაკელით დაბინძურებულ ერთ-ერთი უკანა ფეხზე. ცურს ეშხეფება ნაკელი, როდესაც ძროხას ნაკელის ღრმა სუსპენზიაში სიარული უწევს. კუდის საშუალებით ბაქტერიების გადაცემა ხდება როდესაც ის ეხება ცურს ან ცხოველის გვერდებს.
მასტიტის წარმოქმნის მიზეზები
უკრაინის მეურნეობებში მასტიტის გავრცელების დონეა 1-70%. ასეთი განსხვავება დაკავშირებულია რიგ, როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტურ მიზეზებთან. ძირითადი მიზეზებია ძროხების შენახვის სანიტარული მდგომარეობის გაუარესება და წველის ტექნოლოგიის დარღვევა.
საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მეურნეობებში გვხდება წველის ტექნოლოგიების შემდეგი უმთავრესი დარღვევები:
- საწველის აპარატების მუშაობის და მაკომპლექტებელი ნაწილების შეუსაბამობა ტექნიკურ დოკუმენტაციას მოთხოვნებთან (სხვადასხვა კოლექტორები, საწველი ჭიქები, ცურთავების რეზინა, პულსაცია, მაღალი ვაკუუმი).
- მკაფიო და გასაგები პროტოკოლის არარსებობას მივყავართ პროცედურების განსხვავებულ გაგებამდე (ძროხის გამობანა ცივი წყლით, საწველი აპარატის მაშინვე მიერთება, უკანა საწველ ჭიქებს უერთებენ წინა ცურთითებს, ჩამოწველა ხელსახოცში იმავდროულად გამოხოცვით, ერთი და იგივე ჩვრის გამოყენება რამდენიმე ძროხაზე, აგურის ნაჭრით დაწოლა ან მისი მოთავსება აპარატის კოლექტორზე, საცობის გამოუყენებლობა საწველ ჭიქებზე ატროფირებული ცურის თითების მქონე ძროხებისთვის და ა.შ.)
- საწველი რეზინების ექსპლოატაციის ვადა აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით დასაშვებ ვადას.
- „მშრალი წველა“ შესაძლებელია გრძელდებოდეს 5-15 წუთს. ხშირად ამას ადგილი აქვს დაბმული სისტემით შენახვისას. მწველავი თიშავს აპარატს საკუთარი შეხედულებისამებრ, ან როდესაც დრო აქვს. მასტიტის სიხშირის ანალიზი გვიჩვენებს, რომ გადაჭარბებული წველისგან უფრო მეტად ზიანდებიან დაბალპროდუქტიული ძროხები.
- დღის განმავლობაში ნახირის წველებს შორის დროის სხვადასხვა ინტერვალი.
სტატია მომზადებულია „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში.