ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშები

ბოსტნეული, ადგილობრივი, ჯიშები

საქართველოში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა მოყვანას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს.

საქართველოში აგრეთვე არის გავრცელებული ისეთი ბოსტნეული კულტურები, რომლებსაც არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მოსახლეობამ ისინი მიიღო და ინტენსიურად მოიხმარს ამ მცენარეული კულტურებისაგან მიღებულ პროდუქტებს, როგორც პირდაპირ ნედლი სახით, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის სახით.

საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული კულტურებია: კიტრი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, წიწაკა, ბადრიჯანი, მაგრამ უფრო მოგვიანებით შემოვიდა ისეთი  ბოსტნეული კულტურა როგორიცაა პომიდორი.

მსოფლიოში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მრავალი ახალი ჰიბრიდები და გენმოდიფიცირებული ფორმები იქმნება და ვრცელდება სხვადასხვა კონტინენტზე. მიუხედავად იმისა, რომ  მათ გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები ვიდრე ბუნებრივ ჯიშებს, როგორიცაა: გამძლეობა გარემო პირობების მიმართ, დაავადებების მიმართ, პროდუქცია გამოირჩევა შენახვისუნარით, მაღალი მოსავლიანობით და სხვა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ბუნებრივი ჯიშების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოირჩვა საუკეთესო საგემოვნო თვისებებით და ადამიანისთვის სასარგებლო სასურსათო პროდუქტის მიღების საშუალებას იძლევა.

სხვადასხვა გენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტებით ცხოველური ორგანიზმების კვების შედეგებზე დაკვირვებებმა, რომლებიც ტარდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ცენტრებში, გამოავლინა ნეგატიური შედეგები ცოცხალი ორგანიზმების სხვადასხვა თაობებში როგორც გენერაციული აგრეთვე ფიზიოლოგიური მიმართულებებით. მართალია ამ საკითხებზე კვლევები არ დასრულებულა მსოფლიოში და საბოლოო დასკვნა არ არის მიღებული, მაგრამ ის რა შედეგებიც უკვე ცნობილია სერიოზულ საბაბს იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ სასოფლო სამეურნეო კულტურათა ღმერთის მიერ ბოძებულ ჯიშებს.

მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყნებში ამჟამად დიდი ყურადღება ეთმობა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშების მოყვანას ბიო და ორგანულ მეურნეობებში და საქართველოშიც ეს პროცესი უნდა განვითარდეს და სახელმწიფოს მხრიდანაც მოითხოვს სპეციალური პოლიტიკის გატარებას რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2014 წლიდან დაიწყო მუშაობა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სელექციის მიმართულებით შესწავლილი იქნა ასეულობით ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშები და ფორმები. ამჟამად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევითი მუშაობა სხვადასხვა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშების აღდგენა გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ბაზაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის ბაზაზე მიმდინარე- ობდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ღია და დახურულ გრუნტზე პროექტზე: ,,ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის კულტურების ჯიშების სელექცია და მეთესლეობა“. ამ პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ყაბაყის, საზამთროს, ნესვის, გოგრის კულტურების ადგილობრივი ჯიშები და ფორმები. სელექციური მუშაობის შედეგად სხვადასხვა კულტურების საკოლექციო და სელექციური სანერგეებიდან გამორჩეული იქნა და  მიღებული იქნა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშები, რომლებიც გამზადებულია დასარეგისტრირებლად:

პომიდორი ჯიში ,,ხარისგულა“ ნაყოფის ფერი ვარდისფერი, ნაყოფის წონა 250- 400 გრამი, მაღალმოზარდი ჯიშია 3-4 მეტრს აღწევს მცენარის სიმაღლე. კარგ შედეგს იძლევა გვიანი გაზაფხულის სათბურებში. მოსავლიანობა 50-70 ტ/ჰა.

ბოსტნეული, ადგილობრივი, ჯიშები

პომიდორი ჯიში ,,მცხეთა“ ინდეტერმინანტული ჯიშია მაღალმოსავლიანი 70-100 ტ/ჰა ნაყოფი წითელი შეფერილობის 250-350 გრამი. არის როგორც სასალათე აგრეთვე   საკონსერვო დანიშნულების.

ბოსტნეული, ადგილობრივი, ჯიშები

კიტრი ,,შუშა“ ადგილობრივი ჯიშია, ნაყოფი ხასიათდება ღია მწვანე შეფერილობით, ნაყოფის წონა 200-250 გრამი. მცენარე მაღალმოზარდია კარგ შედეგს იძლევა ადრე შემოდგომაზე და გვიან გაზაფხულზე სათბურებში.

ბოსტნეული, ადგილობრივი, ჯიშები

საზამთრო ჯიში ,,საკონსერვო“ ნაყოფი დიდი ზომისაა 10-15 კოლოგრამი. ახასიათებს სქელი კანი რაც ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია და მის საკონსერვოდ გამოყენებას  განაპირობებს. კანისაგან ანუ საზამთროს ქერქისაგან მზადდება მურაბა, ჯემი. საზამთროს რბილობი ძალიან გემრიელი და ტკბილია. ჯიში გამოირჩევა შენახვის უნარით.

ნესვი ჯიში ,,ნექტარი“ ნაყოფი ყვითელი ფერის, რბილობი მოყვითალო ფერისაა სასიამოვნო ნესვის არომატით და სიტკბოთი  გამოირჩევა, რბილობი წვნიანია, ნაყოფი დიდია 5-7 კგ.

ბოსტნეული, ადგილობრივი, ჯიშები

გოგრა ჯიში ,,თხელკანა“ ადგილობრივი ჯიშია ნაყოფი ნაცრისფერი, წონა 10-14 კგ.  მიეკუთვნება დიდნაყოფა გოგრის სახეობას, ძირითადად ეს ჯიში დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს კარგად არის შეგუებული, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ზონებშიც კარგ შედეგს იძლევა.

ბოსტნეული, ადგილობრივი, ჯიშები

ტკბილი წიწაკა ,,ლაგო“  მაღალმოსავლიანი ჯიშია მწიფე ნაყოფის ფერი წითელი, მოსავლიანობა 35-45 ტ/ჰა.

ბოსტნეული, ადგილობრივი, ჯიშები

ფრიდონ სანაია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

თქვენი რეკლამა