ოქტომბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის კლება დაფიქსირდა

FAO, სურსათის, ფასების, ინდექსი

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის (FFPI) საშუალო მნიშვნელობა, ზედიზედ მეორე თვეა მცირდება, ოქტომბერში კლებამ 1.6% შეადგინა, სექტემბრის განახლებულ დონესთან შედარებით.

მცენარეული ზეთის ფასების ზრდის მიუხედავად, მარცვლეულის, რძის პროდუქტების, ხორცისა და შაქრის ფასების ვარდნამ საერთო კლებაში წვლილი შეიტანა.

ოქტომბრის საერთო ინდექსი 21.1%-ით ნაკლები იყო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკთან და ოდნავ ნაკლები 2024 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით.

რძის პროდუქტები

რძის პროდუქტებზე კლება ზედიზედ მეოთხე თვეა გრძელდება, თუმცა ინდექსი 2024 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით 2.7%-ით მაღალი რჩება.

  • კარაქი: -6.5%
  • ნატურალური რძის ფხვნილი: -6.0%
  • უცხიმო რძის ფხვნილი: -4.0%
  • ყველი: -1.5%

FAO-ს ექსპერტები ამას ევროკავშირსა და ახალ ზელანდიაში ექსპორტის მოცულობის ზრდას, წარმოების ზომიერ ზრდას და აზიაში მოთხოვნის შესუსტებას მიაწერენ.

მარცვლეული

მარცვლეულის ფასების ინდექსი თვეში 1.3%-ით და წლიურად 9.5%-ით შემცირდა.

  • ხორბალი: -1.0%-ით სამხრეთ ნახევარსფეროში კარგი მოსავლის პერსპექტივების და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სტაბილური თესვის კამპანიების გამო.
  • საკვები კულტურები: ქერის, სიმინდის და სორგოს ფასების -1.1%-ით შემცირება.

მცენარეული ზეთები

ერთადერთი კატეგორიაა, რომელმაც ზრდა აჩვენა: ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ზრდა განპირობებულია პალმის, რაფსის, სოიოს და მზესუმზირის ზეთების ფასების ზრდით. მზესუმზირის ზეთის ფასები ზედიზედ მეოთხე თვეა იზრდება, ხოლო სხვა ზეთების ფასების ზრდა ძირითადად განპირობებულია ბრაზილიასა და აშშ-ში ძლიერი შიდა მოთხოვნით.

ხორცი

ხორცის ფასების ინდექსი 2%-ით შემცირდა, რაც რვათვიანი ზრდის შემდეგ პირველად მოხდა, მაგრამ ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 4.8%-ით მაღალი რჩება.

  • ღორისა და ფრინველის ხორცის ფასები ყველაზე მეტად შემცირდა ჭარბი მიწოდებისა და ჩინეთში იმპორტის შემცირების გამო, რომელმაც ტარიფები და სანიტარული შეზღუდვები დააწესა.
  • ძროხის ხორცის ფასები გაიზარდა ავსტრალიურ პროდუქტებზე ძლიერი მოთხოვნის გამო.

შაქარი

შაქრის ფასების ინდექსი 5.3%-ით დაეცა და 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიზეზებია მუდმივად მაღალი გლობალური მიწოდება და ნავთობის ფასების ვარდნა, რაც ამცირებს შაქარზე, როგორც ბიოსაწვავის ნედლეულზე მოთხოვნას.

თქვენი რეკლამა