2020 წლის 20 თებერვალს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა „ლიმონის დარგვის შემდგომი განვითარების შესახებ დამატებითი ზომების შესახებ“ ბრძანებულება გამოსცა. ამის შესახებ uznews.uz იტყობინება uza. uz–ზე დაყრდნობით.
დოკუმენტის შესაბამისად, შეიქმნა ციტრუსის, სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეების მწარმოებლებისა და ექსპორტიორთა ასოციაცია.
ამავდროულად, როგორც ექსპერიმენტი, აკადემიკოს მ. მირზაევის სამებაღეო, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო ინსტიტუტში, ციტრუსის, სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეების სამეცნიერო და პრაქტიკული ცენტრიც შეიქმნა. ცენტრისთვის 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც გამოიყოფა.
გარდა ამისა, 2020 წლის 1 მარტიდან კოოპერატიულ და დეჰკანური მეურნეობებს და ლიმონის მწარმოებელ სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, გამოეყოფათ სუბსიდიები იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც დაკავშირებული იქნება ლიმონის ახალი პლანტაციების გაშენებასა და ნერგების შეძენასთან.
1 ჰექტარზე სუფსიდია არ უნდა აღემატებოდეს 3150$-ს.
ასევე 25% -მდე დაფინანსდება ტრანსპორტირების ხარჯები (სარკინიგზო და საჰაერო), რომელიც დაკავშირებულია იქნება ლიმონის ექსპორტთან.
კოოპერატიულ და დეჰკანურ მეურნეობებში გაერთიანებულ, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე და მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც აწარმოებენ ლიმონს, ვრცელდება შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის 2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით „მებაღეობის და მევენახეობის შემდგომი განვითარებისათვის, ინდუსტრიაში დამატებითი ღირებულების ჯაჭვის შექმნის შესახებ“.
ამასთან ერთად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, მინიმუმ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახსრების მოზიდვა იგეგმება, ლიმონის მოვლა-მოყვანის მიმართულების პროექტების დასაფინანსებლად.
ოფიციალური პროგნოზის თანახმად, უახლოეს სამეურნეო წელს უზბეკეთი 44.9 ათასი ტონა ლიმონს აწარმოებს და აქედან 19.9 ათასი ტონას ექსპორტზე გაიტანს.
* დეჰკანური მეურნეობა უზბეკეთში – ოჯახური მცირე მეურნეობაა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და რეალიზაციაც ოჯახის წევრების შრომის საფუძველზე ახდენს. მიწის ნაკვეთი ოჯახის უფროსს ეძლევა საკუთრებაში და მემკვიდრეობითია. დეჰკანური მეურნეობას დაქირავებული შრომის მუდმივად გამოყენება არ შეუძლია.