საფრანგეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (Anses) სპილენძის შემცველი 20 ფუნგიციდის ნებართვა გააუქმა, რამაც მევენახეების აღშფოთება გამოიწვია.
ორგანული მწარმოებლები ახალი მკაცრი შეზღუდვებისა და ჭრაქის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტების დაკარგვის წინაშე დგანან.
The Drinks Business-ის ცნობით, აკრძალვა ვრცელდება ყველა ფხვნილისებრ პროდუქტზე, მათ შორის ძალიან ცნობილი პრეპარატებიცაა. მხოლოდ ორი პროდუქტი – Champ Flo Ampli და Héliocuivre – რჩება ავტორიზებული, თუმცა გაცილებით მკაცრი შეზღუდვებით.
მარეგულირებელმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ფერმერებისთვის რისკები და მწარმოებლებისგან არასაკმარისი უსაფრთხოების მონაცემები.
ახალი რეგულაციები ითვალისწინებს წელიწადში ჰექტარზე მაქსიმუმ 4 კგ სპილენძის გამოყენებას, დამუშავებებს შორის მინიმუმ შვიდი დღის ინტერვალს, საცხოვრებელ ადგილებთან და წყლის ობიექტებთან ახლოს გამოყენების შეზღუდვას და აკრძალვას ყვავილობის პერიოდში.
გადაწყვეტილებამ ორგანული ყურძნის მწარმოებლებისა და მთლიანად ღვინის ინდუსტრიის კრიტიკა გამოიწვია. კონსულტანტები და ასოციაციები ხაზს უსვამენ, რომ ამჟამად სპილენძის ეკვივალენტური ალტერნატივა არ არსებობს და აფრთხილებენ სააგენტოს, რომ არსებობს რისკი, რომ ზოგიერთი მწარმოებელი უარს იტყვის ორგანულ წარმოებაზე.
Itab-ის ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წელს, საფრანგეთის ორგანულ მევენახეობაში სპილენძის საშუალო მოხმარება 3.72 კგ/ჰა იყო, ზოგიერთ რეგიონში კი 4.3–4.8 კგ/ჰა-ზე მეტი.
ექსპერტები თქმით, 2026 წლის შემდეგ, შეიძლება სპილენძის შემცველი სხვა პროდუქტებიც გაქრეს, საფრანგეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო იგივე კრიტერიუმებს გამოიყენებს მათი რეგისტრაციების გადახედვისას.
წყარო: The Drinks Business

