
ტყის იშვიათი სახეობების გენეტიკური რესურსების შესწავლის, აგროსატყეო კულტურების კვლევის და ბიოლანდშაფტების მოწყობის მიზნით 2021 წელს:
ჩატარდა ტყის იშვიათი მერქნიანი საკვლევი სახეობების ((ქართული ნეკერჩხალი – Acer ibericumM.Bieb, ქართული ნუში -Amygdalus georgica Desf. იმერული მუხა – Quercus imeretina St., შიშველი თელადუმა – Ulmus glabra Huds. და წვრილფოთოლა ცაცხვი – Tilia cordata Mill.) ინვენტარიზაცია, ასევე პოპულაციების და ჰაბიტატების მდგომარეობის შეფასება;
GIS პროგრამაში ხუთივე სახეობის გავრცელების შესახებ დამუშავდა მასალები, შედგენილია რუკები; მომზადდა მონაცემთა ბაზა;
ტყის მცენარეების საკოლექციო ნარგაობა შეივსო ახალი ნარგაობით;
ტყის იშვიათი სახეობების ex situ გენბანკისთვის სხვადასხვა ლოკაციებიდან მომზადდა 5 სახეობის 10 ნიმუში;
აღმოსავლეთ საქართველოში ვერხვის ახალი სწრაფმზარდი ფორმების შესწავლის და ადაპტირებული ვარიანტების გამოვლენის, აგროტექნოლოგიური სქემის შემუშავებისა და სამომავლო გამოყენების მიზნით, კვლევები გრძელდება იტალიისა და თურქეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიდან შემოტანილი ვერხვის ახალ 25 ფორმაზე;
ვერხვის 25 კლონიდან შერჩეული იქნა 11 პირველადი პერსპექტიული ფორმა;
თუთის რეზისტენტული ჯიშებისა და ფორმების შესწავლის, პროდუქტიულობის ფორმების შერჩევის მიზნით მცენარეთა ფენოლოგიური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა თუთის საადრეო და საგვიანო ფორმები.