თურქული თხილის ექსპორტიორები ახალ ბაზრებზე გასვლას ცდილობენ

თურქული, თხილის, ექსპორტიორები

იშავი ზღვის თხილისა და პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის (the Black Sea Hazelnut and Products Exporters Association) მონაცემებით, გასულ წელს თურქეთმა 283,52 ათასი ტონა თხილი გაიტანა 121 ქვეყანაში და შემოსავლის სახით დაახლოებით $1,865 მილიარდი მიიღო.

ერთი წლით ადრე თურქული თხილის ექსპორტი შედგენდა 312,55 ათასი ტონას $1,749 მილიარდი შემოსავლით. თურქი მწარმოებლები და მოვაჭრეები მუშაობენ გაყიდვების ბაზრების გაფართოებაზე.

2023 წელს გერმანიამ პირველი ადგილი დაიკავა თხილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის. 2023 წელს თურქეთიდან გერმანიაში 496,22 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა.

გერმანიას მოსდევს იტალია და საფრანგეთი, იუწყება BazaarTimes. იტალიაში 310,77 მილიონი დოლარის ღირებულების 46,528 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა, ხოლო საფრანგეთში 138,10 მილიონი დოლარის ღირებულების 21,155 ათასი ტონა პროდუქცია.

ერთ-ერთი ბაზარი, რომელმაც ბოლო წლებში თხილის იმპორტის ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა, ჩინეთია. გასულ წელს ჩინეთში, რომელიც რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს ევროპის ქვეყნების შემდეგ 8 950 ათასი ტონა თხილი გაიყიდა.

გირესუნის სასაქონლო ბირჟის პრეზიდენტის ჰამზა ბოლიუკის თქმით, თხილი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია.

ბოლიუკმა განაცხადა, რომ საექსპორტო მიმართულებებში დიდი ცვლილებები არ არის და განმარტა: „გერმანია კვლავ ლიდერი შემსყიდველი ქვეყანაა. მას მოსდევს იტალია, საფრანგეთი და პოლონეთი. თხილს ძირითადად ევროპაში ვყიდით“.

აღნიშნა რა თხილის ექსპორტის ახალ ბაზრებზე შესვლის აუცილებლობას, ბოლიუკმა განახცადა: „ჩვენ უნდა გავზარდოთ თხილის გაყიდვები იმ ქვეყნებში, რომლებიც საექსპორტო სიის ბოლოში არიან, უნდა გავფართოვდეთ ევროპის ფარგლებს გარეთ, აქ მეტი რეკლამა და პოპულარიზაციაა საჭირო“.

თქვენი რეკლამა