თხილის უვნებელი წარმოების განვითარება

თხილი, ტრენინგი

თხილის უვნებელი წარმოების განვითარება მოსავლის აღებისა და აღების შემდგომი სამუშაოების შესრულებისას.

საქართველოს თხილის სექტორს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საგანმანათლებლო შესაძლებლობა მიეცა. ამჯერად ტრენინგის მთავარ თემას მოსავლის აღებისა და აღების შემდგომი ოპერაციები წარმოადგენდა.

ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული შეხვედრები განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ აგრიჯორჯიასთან (ფერეროს თხილის კომპანია) პარტნიორობით და ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

ტრენინგის მიზანს  საქართველოს თხილის სექტორის  საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით მხარდაჭერა წარმოადგენდა, თხილის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების პროცესებში საკვების უსაფრთხოების მოწინავე ზომების დანერგვის გზით. საგანმანათლებლო სესიები ჩატარდა კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც თხილის წარმოება აქტიურად ხორციელდება.

საგანმანათლებლო შეხვედრების მონაწილეები თხილის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო საკითხებს გაეცნენ.

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • თხილის ამღები ტექნიკის გამოყენება მოსავლის მექანიკური აღების დროს;
  • მექანიკური მეთოდების უპირატესობები და შეზღუდვები მოსავლის ხელით აღებასთან მიმართებაში;
  • მოსავლის აღების შემდეგ სათანადო დამუშავება, მათ შორის თხილის გარჩევის, გაშრობისა და შენახვის საუკეთესო პრაქტიკა;
  • თხილის უვნებლად და ეფექტურად შენახვის სწორი პრაქტიკა;
  • ფერმერულ დონეზე აფლატოქსინის შემთხვევების პრევენცია მოსავლის აღების დროს და აღების შემდეგ განხორციელებული ოპერაციებისას.

საგანმანათლებო სესიებს,  რომლებსაც  საქართველოს თხილის სექტორის 100 წარმომადგენელი დაესწრო, უძღვებოდა FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი, მატეო ჯიაკონე. ტრენინგის მონაწილეებს, უახლოეს მომავალში  მონაწილეებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ ქართული აგრიჯორჯიას მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას, FAO-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში. თხილის შემგროვებლებისთვის, გადამამუშავებლებისა და ექსპორტიორებისთვის შექმნილი ტრენინგი ფოკუსირებული იქნება თხილის უვნებლობისა და აფლატოქსინის პრევენციის გაუმჯობესებაზე.

„თხილის წარმოებაში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება იწვევს საქართველოს თხილის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით ევროკავშირში. აგრიჯორჯიასთან ერთად, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში და ევროკავშირის და შვედეთის დახმარებით, FAO მოიცავს თხილის წარმოებაში სურსათის უვნებლობის რამდენიმე ძირითად ასპექტს – ბაღის მართვიდან მოსავლის აღებასა და შენახვის პრაქტიკამდე. ტრენინგის სერიების დროს მიღებული უნარებისა და ცოდნის გამოყენება უდავოდ აამაღლებს წარმოებული თხილის ხარისხს, რაც გამოიწვევს კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური სარგებლის ზრდას საქართველოსთვის“, ამბობს FAO-ს პროგრამის მენეჯერი გუიდო აგოსტინუჩი.

„ევროკავშირი მოხარულია, რომ FAO და საქართველოს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის წარმომადგენლები თხილის კონვენციური წარმოების კონკრეტულ, მდგრად ალტერნატივებს აყალიბებენ. აღნიშნული პრაქტიკები მიზნად ისახავს სწორი ოპერაციების პოპულარიზაციას მომხმარებლისთვის უვნებელი პროდუქტის მიწოდების უზრუნველსაყოფად. ეს სტრატეგიული მიდგომა ასევე აუცილებელია ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. საგანმანათლებლო სერიები, რომლებსაც FAO აორგანიზებს ღირებულებათა ჯაჭვის წარმომადგენელ პარტნიორებთან ერთად, მყარ საფუძველს ქმნის ქართული თხილის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მდგრად საუკეთესო პრაქტიკებსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მომავალში ინვესტირებით“, ამბობს ევროკავშირის დელეგაციის მდგრადი სურსათის სისტემების პროგრამის ოფიცერი დენის რეისი.

სურსათის უვნებლობის მოდულების გარდა, FAO და აგრიჯორჯია (ფერეროს თხილის კომპანია) 2025 წლის ივლისში სადემონსტრაციო დღის ორგანიზებას გეგმავენ. ღონისძიება, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გააერთიანებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორებს და ფერმერებს. სადემონსტრაციო დღის მიზანია ახალი კავშირების, ცოდნის გაცვლის და ფერმერების პროდუქტიულობის, ეფექტურობის, ინოვაციური გადაწყვეტილებების გამოყენებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიღების ხელშეწყობა.

თქვენი რეკლამა