თხილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომლესაც მაღალი კვებითი და ეკონომიკური ღირებულება გააჩნია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა, აქედან გამომდინარე თხილის კულტურას საქართველოშიც დიდ ინტერესს იწვევს.
ბოლო მონაცემებით, თხილის პლანტაციები 70 000 ჰექტარს აჭარბებს,(აქ იგულისხმება ახალგაშენებული პლანტაციებიც, რომელიც ჯერ არ არის მსხმოიარობაში შესული), ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მოსავალი 50 000 ტონას აღწევს.
თხილის ბაღში ახალი სეზონისთვის მზადება მიმდინარე წლის მოსავლის აღების შემდეგ, შემოდგომის მიწურულს იწყება .სამუშაოებში მოიაზრება გასხვლა-ფორმირება, წამლობა და სასუქების შეტანა.
გასხვლა-ფორმირების დროს ერთ მცენარეზე უნდა დავტოვოთ 6-7 კარგად განვითარებული დედა ტოტი, პირველ რიგში ვაცილებთ წვრილ განუვითარებელ დანეკროზებულ ტოტებს, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამბროზიის ხოჭოსგან დაზიანებულ ტოტებს. მისი გამოცნობა ადვილია, შტამზე შეიმჩნევა წვრილი ნახვრეტები ყავისფერ ჩამონღვენთით. ასეთი ტოტები უნდა მოიჭრას და განადგურდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს გასასხლავი ხელსაწყოების დეზინფექცია, რათა არ მოხდეს დაავადების გავრცელება ერთი მცენარიდან სხვა მცენარეზე.
პარალელურად რეკომენდირებულია წამლობის ჩატარება სპილენძის შემცვლელი , პრეპარატები, როგორიცა: კოსაიდი 2000, ჩემპიონი, კუპროქსატი და სხვა. რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ბაქტერიოციდული ფუმიგანტური თვისებებით.
ზამთრის პერიოდში მცენარეებზე შეიმჩნევა ამორფული, კვირტის ტკიპასგან დაზიანებული კვირტები. მისი ხელით მოცილება და განადგურება ძალიან კარგ ეფექტს იძლევა. ეს ღონისძიება უნდა ჩატარდეს მარტის ბოლომდე. მაშინ როდესაც უკვე დაიწყება კვირტის ტკიპას მიგრაცია მცენარის ვარჯზე, ვატარებთ წამლობას აკარიცდული მოქმედების ინსექტიციდებით როგორიცა ორტუსი ვერტეკი და სხვა.
შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე აუცილებელია მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა.
მინერალური სასუქებიდან რეკომენდაციას ვუწევთ ევროპაკს და ევროტიმ დუოს, რომელბიც არიან მრავალკომპნონენტიანი სასუქები დაცული ფოსფორით, ისინი მჟავე ნიადაგებში არ იბლოკება. აზოტთან, ფოსფორთან და კალიუმთან ერთად შეიცავს მცენარისათვის აუცილებელ მიკროელემენტებს როგორიცა გოგირდი თუთია ბორი და მაგნიუმი.
ამ სასუქების და უმაღლესი ხარისხის პრეპარატების შეძენა კომპანია კარტლისის სერვისცენტრებში შეგიძლიათ, რომელიც მთელი საქართველსო მასშტაბითაა წარმოდგენილი.
კარტლისი – გონივრული აგრობიზნესისთვის.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. https://cartlis.ge/