სომხეთის მთავრობამ, ქვეყნიდან სიგას ხიზილალის ექსპორტზე, ექვსთვიანი აკრძალვის დაწესების შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება.
მომავალი წლის 2 იანვრიდან, სომხეთში სიგას ხიზილალის ექსპორტი ექვსი თვით აიკრძალება. გადაწყვეტილება ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე მიიღეს და ის მიზნად სევანის ტბის ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ისახვს.
„სევანის ტბაში სიგას სამრეწველო წარმოების რეგულირების პროცესის შედეგად, ბოლო წლებში ტბაში ამ თევზის ბიომასამ იმატა (2019 წელს 2668 ტონა, 2020 წელს 2345 ტონა, პიკური მაჩვენებლით 2021 წელს 5348 ტონით და 4700 ტონა-2022 წელს), ამან დაჭერის კვოტების შემოღება გახადა შესაძლებელი: 300 ტონა 2020–2021 წლებში, 600 ტონა 2022–2023 წლებში, 679 ტონა 2024 წელს და 314 ტონა 2025 წლის დასაწყისიდან 1 ივნისამდე.
„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია სომხეთისთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რეზერვების მდგრადი გამოყენებისა და სევანის ტბის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობით“, – ნათქვამია გადაწყვეტილების დასაბუთებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ სევანის ტბაში სიგას პოპულაციის ბუნებრივი გამრავლების უზრუნველსაყოფად, ყოველწლიურად, ნოემბრიდან თებერვლამდე, მიიღება ყოვლისმომცველი და მკაცრი ზომები ბრაკონიერობის თავიდან ასაცილებლად.
ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანია სიგას ხიზილალის ექსპორტით, რომელიც გლობალურ ბაზარზე საკმაოდ ძვირია, გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება.
სომხეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ბიოლოგიური რესურსებისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულების და ტბაზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენციას. ამ სამართლებრივი აქტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სიგას ხიზილალის ექსპორტი აკრძალულია ექვსი თვით.

