სომხეთი და ინდოეთი საბაჟო საკითხებში ითანამშრომლებენ

სომხეთი, ინდოეთი, საბაჟო

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ, სომხეთის და ინდოეთის რესპუბლიკების მთავრობებს შორის, საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმების რატიფიკაციის პროექტმა 95 ხმა მიიღო.

ეს შეთანხმება ქმნის საფუძველს სომხეთის რესპუბლიკისა და ინდოეთის საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერებისათვის. დაგეგმილია საბაჟო და ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთადმინისტრაციული დახმარების გაწევის პროცედურების დადგენა.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აშოტ მურადიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება დაამყარებს პირდაპირ კავშირს ორი ქვეყნის შესაბამის დეპარტამენტებს შორის, რაც დადებითად აისახება საბაჟო წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენაზე ინდოეთიდან სომხეთში იმპორტის და სომხეთიდან ინდოეთამდე ექსპორტის დროს არსებული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაში.

ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს მოთხოვნის საფუძველზე, ან საბაჟო ორგანოების ინიციატივით.

თქვენი რეკლამა