საერთაშორისო ბაზრებზე თურქულ მარწყვზე მოთხოვნა გაიზარდა

თურქული, მარწყვის

წელს თურქული მარწყვის მოსავლიანობა მაღალია. ამის შესახებ მარწყვის მწარმოებელი თურქული კომპანიის Trida Global Co-ის მფლობელმა ფატიჰ ტოგერმა განაცხადა.

„დაახლოებით ერთი თვეა, რაც ბაღის მარწყვის სეზონი დავიწყეთ, მწარმოებლები კმაყოფილი არიან მარწყვის ფასითაც და ხარისხითაც. ვხედავთ, რომ წელს მოსავლიანობა უფრო მაღალია წინა სეზონებთან შედარებით.

ჩვენ უფრო მეტად ჰიდროპონიკული წარმოება გვაინტერესებს, რადგან მარწყვის ხარისხი უფრო დამაკმაყოფილებელია. რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, თუ გაუთვალისწინებელი უარყოფითი გარემოებები არ წარმოიქმნება, მოსავლიანობა ზოგადად იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ველოდით“, – განუცხადა Ffreshplaza – ს ფატიჰ ტოგერმა.

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ ჰიდროპონიურ წარმოებაზე, ექსტრემალურმა ამინდის პირობებმა მაინც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროდუქტზე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, განმარტავს ტოგერი.

„ამ დროისთვის არასასურველი ამინდის პირობები არ ყოფილა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რადგან ჩვენ ჰიდროპონიკის ბიზნესში ვართ, ამინდის პირობებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს, როდესაც ისინი უფრო ექსტრემალურ დონეებს მიაღწევენ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგადა არის“.

იმის გამო რომ ეგვიპტური ბაღის მარწყვი უფრო ძვირია, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი, თურქულ მარწყვს მეტი შესაძლებლობა აქვს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეგვიპტური მარწყვის ფასი ამჟამად არ არის დაბალი, ამიტომ თურქულ მარწყვზე მოთხოვნა ბევრ ქვეყანაშია. ვფიქრობ, სხვა სეზონებთან შედარებით ძალიან განსხვავებული სეზონი გვაქვს. ჩვენი წარმოების პერიოდი გრძელდება ნოემბრიდან მაისის ბოლომდე.

მომდევნო თვეებში მარწყვი მარაგი გაიზრდება ღია გრუნტის მეურნეობებით. ჩვენთვის მთავარი საექსპორტო ბაზრები ახლო აღმოსავლეთი და აზიაა“ – ამბობს ფატიჰ ტოგერი.

იხილეთ აგრეთვე: მარწყვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა