ალგეთის ეროვნულ პარკში 200 ფრთა კაკაბი გაუშვეს

კაკაბი, ალგეთი

ველური ბუნების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ალგეთის ეროვნულ პარკში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე, კაკბის პოპულაციის აღდგენის მიზნით, 200 ფრთა ადგილობრივი სახეობა ველურ ბუნებაში გაუშვეს.

კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები; კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობების ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.

თქვენი რეკლამა