პროფესიულ სასწავლებლებში ჯარას თაფლის წარმოების სწავლება დაიწყება

ჯარა, მეფუტკრეობა, სწავლება

საქართველოს 7 რეგიონის 12 პროფესიულ სასწავლებელში ჯარას თაფლის წარმოების სწავლების დაწყებისთვის ემზადებიან.

18-19 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრე-მასწავლებლებისთვის ტრენერთა ტრენინგი იმართება, რომელსაც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება და ჯარას მეფუტკრეთა ასოციცია უწევენ ორგანიზებას.

ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების საფუძველზე გაეცნობიან ჯარას მეფუტკრეობის წარმოებასა და სტანდარტებს, ბიო სერტიფიცირების პროცესსა და მოთხოვნებს; ადგილზე ეწვევიან ჯარას საფუტკრეს; დაესწრებიან საწარმოო დონეზე თაფლის დახარისხებისა და შეფუთვის პროცესს.

აღნიშნული ტრენინგის მიზანია ქობულეთის პროფესიული კოლეჯის, „ახალი ტალღის“ მიერჯარას სწავლების გამოცდილების გაზიარებას სხვა პროფესიული დაწესებულებებისთვის, მეფუტკრეობის საგანმანათლებლო პროგრამებში მისი შემდგომი ინტეგრირების მიზნით. კოლეჯი „ახალი ტალღა“ პირველი პროფესიული სასწავლებელია საქართველოში, სადაც 2020 წლის ოქტომბრიდან, ჯარას სწავლება მეფუტკრეობის პროგრამაშია ინტეგრირებული.

ოთხშაბათს, 19 მაისს, 17:00 საათზე, ქობულეთში, პროფესიულ კოლეჯ  „ახალ ტალღაში“ ჯარას თაფლის წარმოების ტრენერთა ტრენინგისდასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჯარას მეფუტკრეობის სწავლების ინტეგრირებას პროფესიულ კოლეჯებში მხარს უჭერენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“.

ჯარა, ტრადიციული ველური მეფუტკრეობა, რომელიც უნიკალურ და სუფთა თაფლს აწარმოებს, იშვიათია და საქართველოს სუბტროპიკული და ალპურიზონის რამდენიმე სოფელში, ძირითადად მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი.

„ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“ ჯარას მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად 2018 წელს დაფუძნდა. პირველად საქართველოში, ოცდასამი ჯარას მეფუტკრე აჭარიდან ბიო სერტიფიცირებული გახდა. მეტი ინფორმაცია ჯარას შესახებ იხილეთ ბმულზე: www.jarahoney.com

საქართველოში ჯარას მეფუტკრეობის აღდგენას და გაძლიერებას მხარს უჭერენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის თანამაშრომლობის სააგენტო (ADA) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP).

საკონტაქტო ინფორმაცია:

ასლან შაქარაძე, ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე – 557 941 010
ალეკო პაპავა, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი- 599 998 798
გურანდა გოგიტიძე, კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელი- 599141068.

თქვენი რეკლამა