მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 2016-2021 წლებში (ათასი ტონა) წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში წარმოებულია 85.6 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 16.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 57.4 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია), 53.8 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (31.9 პროცენტით მეტი), 23.0 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (3.1 პროცენტით მეტი), 61.5 ათასი ტონა ციტრუსი (8.3 პროცენტით მეტია).
გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2021 წელს წარმოებულია 269.2 ათასი ტონა ყურძენი, რაც 15.1 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 2016-2021 წლებში.
მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 2016-2021 წლებში
(ათასი ტონა)
თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული ხილის წარმოება 2016-2021 წლებში
(ათასი ტონა)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.